ნაშალი სვეტები დაშლის პროცესში მყოფი გაზურ-მტვროვანი სვეტები გემის კიჩოში.

ნაშალი სვეტები

 ასტრონომმა ალან მაქლაუდმა და მისმა კოლეგებმა, გემის კიჩოს თანავარსკვლავედში, გაზურ-მტვროვანი სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომლებიც ყველასათვის კარგად ცნობილ არწივის ნისლეულის “შემოქმედ სვეტებს” ჰგავს.

ინსტრუმენტი MUSE.

 ნაშალი სვეტების დანახვა, სპეციალური მოწყობილობით – MUSE, საშუალებით მოხერხდა, რომლითაც ჩილეს ტერიტორიაზე მდებარე დიდი ტელესკოპია აღჭურვილი(VLT, ESA). MUSE სხვადასხა დიაპაზონის ათასობით ფოტოს იღებს. რის ხარჯზეც მეცნიერებმა იმის გადაღბა შეძლეს, რაც “ვარსკვლავური აკვნისგან” დარჩა – გაზისა და მტვრის გიგანტური გროვები, რომლის განსაკუთრებულად შესქელებულ ადგილებში, ვარსკვლავები იბადება.

ძალიან დიდი ტელესკოპი(VLT,ESA).

 გემის კიჩოსა და არწივის ნისლეულის(გველის თანავარსკვლავედი) კოლონათა მსგავსი გროვების გამოსახულებების დათვალიერების მერე, მეცნიერები მიხვდნენ, თუ რატომ და როგორ წარმოიქმნა ისინი. ეს არის ფოტოაორთქლება – ეფექტი, რომლის დროსაც ვარსკვლავის გამოსხივება ახლოს მდებარე მატერიას აიონიზირებს და ფანტავს.

shemoqmediშემოქმედი სვეტები(“ჰაბლი”,NASA).

m16 dvaliM16 – ქართველი ასტრომოყვარულის(დავით დვალი) მიერ გადაღებული ფოტო (2014 წ.).

ყველა სვეტი, გაზურ-მტვროვანი ღრუბლის ნარჩენია, რომელთა შორის სივრცე – ცარიელდება, ვარსკვლავთა მაიონიზირებელი გამოსხივებით, რომლებმაც თვით ეს ღრუბელი გააჩინა. არწივის ვარსკვლავთა უმრავლესობა, ახალგაზრდაა, მხოლოდ ახლა დაიწყეს სვეტებს შორისი სივრცი გაწმენდა(M16: შემოქმედი სვეტები). კიჩოს ხნიერმა ვარსკვლავები კი ეს უკვე გააკეთეს. ამგვარად, ვარსკვლავები ჯერ ქმნიან “სვეტებს”, შემდეგ კი ანგრევენ.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *