გაბზარული მაგნიტოსფერო

 ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტის ასტროფიზიკოსებმა, დედამიწის მაგნიტისფეროში, რომელიც კოსმოსური რადიაციისგან გვიცავს, ბზარი აღმოაჩინეს. ამის მიზეზი, პლაზმის გიგანტური ღრუბელია, რომელიც მზის ატმოსფეროს გარე ფენებიდან(გვირგვინი) იქნა გამოტყორცნილი(Physical Review Letters).

 2015 წლის 22 ივნისს, ინდოეთის ქალაქ უტაკამანდში მდებარე მიუონურმა დეტექტორმა, 20 გიგაელექტრონვოლტამდე სიმძლავრის გალაქტიკური კოსმოსური სხივების მატება დააფიქსირა. ამ სხივთა აქტიურობა 2 საათის განმავლოაბში გრძელდებოდა და ხსენებულ ღრუბელთან შეჯახების მომენტს დაემთხვა. შეჯახებამ, მაგნიტოსფეროს შეკუმშვა გამოიწვია. გეომაგნიტურ ქარიშხალს, პოლარული ნათება მოჰყვა თან, ასევე რადიკავშირის დარღვევა ჩრდილოეთ განედებზე(ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს).

კოსმოსური სხივების შემოჭრა და მათი გარდაქმნა სხვა ნაწილაკებად.

 კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, გალაქტიკური კოსმოსური სხივების გააქტიურება, მაგნიტოსფეროში გაჩენილი დროებითი ბზარის გამო მოხდა, რომელიც თავის მხრივ, ე.წ. მაგნიტური გადაერთებით წარმოიქმნა. ეს არის მაგნიტური ძალწირების გადაწყობა, რის შედეგადაც დედამიწის ატმოსფეროში კოსმოსური გამოსხივების ნაწილაკები შემოიჭრა(მზისა და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედების პირდაპირი დამზერა).

 გალაქტიკურ კოსმოსურ სხივებს, მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკებსა და ატომის ბირთვებს უწოდებენ, რომელთა წყაროს ზეახლების აფეთქებები და აქტიური პულსარები წარმოადგენს(რეკორდსმენი სხივებიგალაქტიკური კედელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.