მსოფლიოს პირველი კოსმოსური სასტუმრო, ხელოვნური გრავიტაციით და არაჩვეულებრივი ხედებით, სულ მალე, 400 ასტრო-ტურისტს უმასპინძლებს

 კორპორაციამ The Gateway Foundation  400 სტუმარზე გათვლილი, კოსმოსური სასტუმროს დიზაინი გაასაჯაროვა. კერძო ოთახების გარდა, სასტუმროს ბარ-რესტორნები და კინოთეატრიც ექნება.

 კოსმოსური სასტუმრო შეიძლება უკვე 2025 წლისთვის იყოს ორბიტაზე (The Gateway Foundation).

 ამ კომერციული სასტუმროს სახელია ”ფონ ბრაუნის კოსმოსური სადგური” და ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის – ISS, საინჟინრო ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, თუმცა ის სრულიად არ ითვალისწინებს სამეცნიერო პროექტების განხორციელებას – საკრუიზო გემის მსგავსად, ”ფონ ბრაუნის კოსმოსური სადგური” კომფორტული ნომრებით და კოქტეილ-ბარებით იქნება აღჭურვილი.

 თუმცა, როგორც სასტუმროს მეპატრონეები აცხადებენ, სადგურს საგანმანათლებლო სემინარების ჩასატარებელი სივრცეებიც ექნება, ხოლო ხელოვნური გრავიტაციის წყალობით, სტუმრები ჩვეულებრივად ივლიან.

კოსმოსურ სასტუმროს ხელოვნური გრავიტაცია ექნება, ასე რომ, სტუმრები ჩვეულებრივად ივლიან.

 ბორბალის ფორმის სასტუმროს დიამეტრი 190 მეტრი იქნება, ხოლო ხელოვნურ გრავიტაციას ცენტრიდანული ძალა შექმნის. გრავიტაცია ისეთი იქნება, როგორც მთვარეზე.

სადგურზე სტუმრებს კოსმოსური შატლი ჩამოიყვანს (The Gateway Foundation).
 სასტუმროს ნომრები ჩვეულებრივი ავეჯით და თბილი ფერებით იქნება გაწყობილი, რაც სახლის ატმოსფეროს შექმნის (The Gateway Foundation).
 ”ფონ ბრაუნის კოსმოსურ სადგურს” 24 საცხოვრებელი განყოფილება ექნება. The Gateway Foundation).
 დიზაინერების გამოთვლით, სასტუმრომ კვირაში 100-მდე ტურისტს უნდა უმასპინძლოს (The Gateway Foundation).

 როდესაც ”ფონ ბრაუნის კოსმოსური სადგური” ფუნქციონირებას დაიწყებს, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, კორპორაცია Gateway Foundation ახალი სასტუმროს მშენებლობასაც აპირებს, რომელიც ამჯერად 1 400 ადამიანზე იქნება გათვლილი (ხელოვნური გრავიტაციის გარეშე ვერ გავფრინდებით…).

 საკრუიზო გემის მსგავსად, ”ფონ ბრაუნის კოსმოსური სადგური” კომფორტული ნომრებით და კოქტეილ-ბარებით იქნება აღჭურვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.