”მორწმუნე” შიმპანზეები?

 ველური შიმპანზეების 34 საზოგადოებაზე დაკვირვებების შედეგად, აქამდე უცნობი „რიტუალიზირებული“ ტიპის ქცევა იქნა გამოვლენილი(Nature). აქედან, ოთხი საზოგადოების ტერიტორიაზე განსაკუთრებული ხეებია, რომელთა გამოხრულ ფიღურო-ფესვებში უამრავი ქვაა ჩაყრილი. როგორც გაირკვა, შიმპანზეები სისტემატიურად ყრიან ქვებს ამ ნაპრალებში. ამ ქმედებებს კი სპეციფიური „ხანგრძლივი ყვირილი“ და ემოციონალური აგზნებულობის სხვა ნიშნებიც ახლავს თან. ეს ქცევა არ არის დამოკიდებული გამოხრული ხეებისა თუ ქვების ძნელად მისაწვდომობაზე. როგორც ჩანს ის, კულტურული ტრადიციით არის განსაზღვრული. არ არის გამორიცხული, რომ ეს ქცევა მამრი შიმპანზეების „კაცობის“ გამოხატვის გაუმჯობესებული ვარიანტი იყოს, თუმცა, სხვაგვარი ინტერპრეტაციების არსებობაც არის შესაძლებელი.

 ქვის იარაღების გამოყენება ჩვენი წინაპრების – ჰომინიდები, ქცევის უმნიშვნელოვანეს განსაკუთრებულობად ითვლება, რამაც უდიდესი როლი ითამაშა ანთროპოგენეზში. თუმცა, სხვადახვა პრაქტიკული მიზნებისთვის ქვებს სხვა მაიმუნებიც იყენებენ. მინიმუმ სამი სახეობის მაიმუნები ახერხებენ კაკლისა და მყარი გარსის მქონე საჭმელად ვარგისი სხვა ობიექტების გატეხვას: შიმპანზეები, კობორჩხალაჭმაია მაკაკები და შავზოლიანი კაპუცინები.

 შიმპანზეთა ზოგიერთ ჯგუფებში, ქვით კაკლის გატეხვის მდგრადი ტრადიცია არსებობს, განხვავებული ტექნიკით სხვადასხვა საზოგადოებებში. შიმპანზეები ამას საუკუნეებისა და ათასწლეულების მაძილზე აკეთებდნენ, რამაც ე.წ. არქეოლოგიური ფენებიც კი ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, მამრი შიმპანზები ქვებისა და ჯოხების სროლით(აგნოსტიკური ქცევა), მოწინააღმდეგეებს აშინებენ ან აგდებენ. ანალოგიური ქცევა პავიანებს, კაპუცინებსა და იაპონურ მაკაკებსაც ახასიათებთ.

 ქვებით მანიპულირებას მაიმუნებისთვის სარგებელი მოაქვს(ალბათ, ხეზე ქვის კაკუნით მტაცებლების დაფრთხობა ნაკლებად ეფექტური უნდა იყოს). მაიმუნები უაზროდ, სათამაშოდაც იყენებენ ქვებს, განსაკუთრებით კი იაპონური მაკაკები(„stone handling behavior“). სხვა მაიმუნების ან ექსპერიმენტატორების მიერ გაკეთებული ქვის გროვები ასეთი ქცევის სტიმულირებას ახდენს მათში. გადამდები დაავადებასავით, ქმედება არაგენეტიკურად გადაეცემა და კულტურის ელემენტს წარმოადგენს. ამჯერად, მსგავსი ქცევა, ოღონდ უფრო რთული, შიმპანზეებში იქნა აღმჩენილი.

 ბუნებრივ პირობებში შიმპანზეებზე დაკვირვების საერთაშორისო პროექტის ჩარჩოებში, ამ მაიმუნების გავრცელების არეალის 34 მონაკვეთზე, დაკვირვებები 14-17 თვის განმავლობაში ტარდებოდა. მსგავსი სისტემატიური დაკვირვებები აქ ადრე არასოდეს ჩატარებულა. პროექტის იდეა ეყრდობოდა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, არამრავალრიცხოვან რეგიონებში ჩატარებული სისტემატიური კვლევები, ველურ ბუნებაში მცხოვრებ ჩვენს უახლოეს ნათესავზე არასრულფასოვან წარმოდგენას უნდა იძლეოდეს. შიმპანზეთა სხვადასხვა ჯგუფებს საკმაოდ განსხვავბეული ქცევა ახასიათებთ, რაც არა გენეტიკურ, არამედ კულტურულ განსხვავებულობას უკავშირდება. შესაბამისად, აქამდე შეუსწავლელ შიმპნზეთა ჯგუფებზე დაკვირვებით, ახალი კულტურული ტრადიციების აღმოჩენაა შესაძლებელი.

shimpanze areali  ამ მოლოდინმა გაამართლა კიდეც. პირველად, ხეზე ქვით კაკუნი, მეცნიერებმა 2010 წელს გვინეა-ბისაუში(ქვეყანა დას.აფრიკაში) გაიგონეს. აღმოჩენილი იქნა უამრავი ხე, გამოხრულ ძირებში ჩაწყობილი და ირგვლივ მიმოფანტული ქვებით. დაკვირვებებისთვის არჩეულ 34 მონაკვეთზე, ასეთი ხეების გულდასმით ძებნის მერე, ყოველ მათგანთან, მოძრაობაზე რეაგირებადი ვიდეოკამერები დააყენეს.

 გაირკვა, რომ ახალი ქცევა, რომელსაც accumulative stone throwing(ქვების დაგროვება სროლით) უწოდეს, შესწავლილი 40 საზოგადოებიდან, მხოლოდ ოთხში გვხვდება, არეალის დასავლეთ ნაწილში, სადაც ქვესახეობა Pan troglodytes verus ბინადრობს(გვინეა, გვინეა-ბისაუ, ლიბერია და კოტდივუარი). 30 სხვა ახალ „დროებით წერტილებში“, არც ადრე შესწავლილ რეგიონებში, სადაც შიმპანზეებს წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ, მსგავსი არაფერი შეუმჩნევიათ.

 შიმპანზე მიდის ხესთან, ქვით ხელში ან იქვე დაგდებულ ქვას იღებს. იწყებს მამრისთვის დამახასიათებელი ემოციონალური ნიშნების დემონსტრირებას, რწევით მოძრაობებს უკანა კიდურებზე დგომით. ამის მერე, მაიმუნი ან ხეს ურტყამს ქვას ან მასში არსებულ ფუღუროსა თუ სიცარიელეში აგდებს. ამ მომენტში ან მას მერევე ყვირილის ინტენსიურობა მაქსიმუმს აღწევს. შემდეგ, მაიმუნი ”კაცურობის” გამომხატველ მოძრაობებს აკეთებს, ან უბრალოდ, წყნარდება და ისევ თავის ზგაზე მიდის.

 მეცნიერების მიერ ჩატარებული სამუშაობების მასშტაბებზე ისიც მეტყველებს, რომ ამ სტატიის შექმნაზე მომუშავე ავტორების რიცხვი(80), დაფიქსირებული რიტუალების რიცხვს აჭარბებდა(64).

 ქცევას იმიტომ შეარქვეს ”დაგროვება სროლით”, რომ ამ ქმედებების შედეგად ხეებში ან მათ შიგნით, 4-დან 37-მდე რაოდენობის ქვების(0,2-დან 17-მდე კილოგრამი წონით) გროვებია აღმოჩენილი. აშკარაა, რომ ქვის ასეთი გროვები განუსაზღვრელად დიდი ხნით შეიძლება შეინახოს, ამიტომ აღმოჩენა არქეოლოგებისთვისაც საინტერესოა. შიმპანზეებთან დაკავშირებით, მხოლოდ მათ მიერ კაკლის გატეხვით გაჩენილი ფენებია შესწავლილი, ახლა კი ქვის გროვების რიგიც მოვიდა.

 სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რას გრძნობენ შიმპანზეები ამ რიტუალის ჩატარების დროს. მხოლოდ ”კაცურობის” გამოხატვა, ალბათ, ეს არ უნდა იყოს, რადგან ერთი ასეთი რიტუალი დედა შიმპანზემ და პატარა მაიმუნმაც შეასრულა. რუტუალს ატარებდნენ მარტოც, მოწმეების გარეშე.

 სხვადასხვა ეპოქის კულტურებში არსებობდა და არსებობს ”განსაკუთრებული” ადგილები, წმინდა ხეები და ჭალები, რომლებსაც ადამიანი სტერეოტიპური, სარგებლობის არმომტანი ქმედებების ჩასატარებლად სისტემატიურად იყენებდა. ქვის გროვებით, ხშირ შემთხვევაში, ტერიტორიებსა და სალოცავ ადგილებს ნიშნავენ.

 პარალელების გავლება თავშივე შეიძლება უარვყოთ და ვამტკიცოთ, რომ ადამიანისა და მაიმუნის აზროვნებას შორის განსხვავება ძალიან დიდია, იმისათვის, რომ ამ ქმედებებს ერთნაირი ფსიქოლოგიური საფუძველი ვივარაუდოთ. მეორეს მხრივ, ასეთი დაზიანებული ხეები, ქვის გროვები, მრავალჯერადი გამოყენებისა და ცვეთის კვლებით, ქვებით სავსე ფუღუროები, ძველი ჰომინიდების სადგომებთანაც რომ ეპოვნათ, აღმოჩენას რიტუალურ ქმედებებს დაუკავშირებდნენ და სიმბოლურ აზრს მიაწერდნენ მას.

 ყოველ შემთხვევაში, მსგავსი აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ქვის იარაღებისადმი ინტერესი, რომელიც ჩვენს წინაპრებს უძველესი დროიდან ახასიათებდა, არ იყო უნიკალური პრიმატების მხოლოდ ამ ჯგუფისთვის და ღრმა ევოლუციური ფესვები გააჩნია(„მორწმუნე პარაზიტები“მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.