”მომღერალი” კომეტა

 ინსტრუმენტი – Plasma Consortium, იმისთვისაა შექმნილი, რომ კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს გარშემო არსებული იონიზირებული ღრუბლის(პლაზმის) მახასიათებლები შეისწავლოს. ეს პლაზმა, მზის ქარის მაღალენერგიული ნაწილაკებისა და ღრუბელში შემავალი გაზების ატომებთან შეჯახებით წარმოიქმნება(იონიზაცია). მთავარი გადამწოდი(”დატჩიკ”), რომლითაც ჩანაწერი გაკეთდა, ფეროზონდური მაგნეტომეტრი, 1,5 მეტრის მანძილზე ”როზეტადას” კორპუსიდან გამოტანილი.

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კომეტის ”სიმღერა” პირველად ამა წლის აგვისტოში იქნა დაფიქრსირებული, როცა კოსმოსურ აპარატსა და 67P-ს შორის მანძილი 100 კილომეტრს უტოლდებოდა. მოგვიანებით, ეს მოვლენა შეწყდა, უფრო სწორედ, ვეღარ აფიქსირებდა გადამწოდი. ”ფილის” დაშვებისათვის ოპტიმალურ მანძილზე მიახლოების მერე, ელექტრომაგნიტური სიმღერის სიგნალები ისევ დაბრუნდა.

 კომეტის ბირთვის ”სიმღერას” ადამიანის ყური ვერ გაიგონებს, ორი უბრალო მიზეზის გამო. 1) მას ელექტრომაგნიტური ბუნება აქვს, შეუძლია ვაკუუმში გავრცელება; 2) მისი რხევების სიხშირე 40-50 მილიჰერცია, ადამიანის ყურთასმენის დიაპაზონის გარეთ(ინფრაბგერა). ამის გამო, ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა მისი სიხშირე 10 ათასჯერ გაზარდეს.

 ჯერჯერობით, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად, რას წარმოადგენს ამ რხევების წყარო. სავარაუდოდ, ეს მოვლენა კომეტის ბირთვის არერთგვაროვან მაგნიტურ ველთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომელიც დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარ ღრუბელს რხევას აიძულებს(“ფილი” კოსმოსურ ხომალდზე დაჯდა:)).

httpv://youtu.be/iCv7OlpV8jU
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=UVpqF6KweQ8

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.