მომავლის კოსმოსურ ტელესკოპზე პირველი სარკეები დაამონტაჟეს

NASA–ს ჯეიმს უების კოსმოსურ ტელესკოპზე პირველი 12 სარკე დაამონტაჟეს. ჯეიმს უების მთავარი სარკე სულ 18 სეგმენტისგან შედგება, თუმცა ისიც კი ამ უზარმაზარი და კომპლექსური ობსერვატორიის მხოლოდ მცირე ნაწილია.

webbb sarkeebi 1
კოსმოსური ობსერვატორიის მთავარ სარკეზე 18–დან 12 სეგმენტი უკვე დამონტაჟდა. სამუშაოები NASA–ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრში ტარდება.

 მეცნიერებისა და ინჟინრების ჯგუფი მთავარი სარკის სეგმენტების დასამონტაჟებლად 2015 წლის დეკემბრიდან ემზადებოდა. ტელესკოპის აგება NASA–ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების განყოფილების “სუფთა ოთახში” მიმდინარეობს, რომელიც მერილენდის შტატის ქალაქ გრინბელთში მდებარეობს. სარკის მე–12 სეგმენტი 2016 წლის 2 იანვარს დაამონტაჟეს.

 “ეს მოვლენა იმით არის აღსანიშნავი, რომ ამით ტელესკოპის ფიქსირებული ცენტრის გარშემო სარკის უძრავი ნაწილის დამონტაჟება დასრულდა. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ორ მოძრავ ფრთაზე 3–3 სეგმენტი დავამაგროთ”– განაცხადა NASA–ს გოდარდის ცენტრის ოპტიკური ელემენტების მართვის ხელმძღვანელმა, ლი ფეინბერგმა. – “გამოცდილი და საქმისათვის თავდადებული სპეციალისტების დახმარებით ტელესკოპის აწყობა სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. ”
თითოეული ექვსკუთხა სეგმენტი განიკვეთში 1,3 მეტრია და 40 კილოგრამს იწონის. 18–ვე სეგმენტის შეერთების შემდეგ 6,5 მეტრის სარკე მიიღება, რომელიც მთელი სიგანით მხოლოდ კოსმოსში გაიშლება. სარკეები ზემსუბუქი ბერილიუმისაა და ტელესკოპის ფუძეზე მათი განთავსება ინჟინერთა მიერ რობოტი–მკლავის მეშვეობით ხდება. სარკის სრული დამონტაჟება რამდენიმე თვეში დასრულდება.

httpv://www.youtube.com/watch?v=4wWV9JXoLeQ

 სარკეები კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში, ბოლის აეროკოსმოსური ტექნოლოგიების კორპორაციაში დამზადდა, რომელიც ზე–მსუბუქი ოპტიკური კონსტრუქციებისა და სარკეების ტექნოლოგიური ცენტრის Northrop Grumman–ის კონტრაქტორი პარტნიორია. ტელესკოპის სტრუქტურაზე სარკეების დამონტაჟების სამუშაოებს კი ნიუ–იორკის შტატის ქალაქ როჩესტერის ტელესკოპების ინტეგრაციისა და ტესტირების ცენტრი Harris Corporation–ი ასრულებს.

 მართალია სარკის აგება მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა, თუმცა ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპის ასაწყობად ჯერ კიდევ ბევრი ეტაპია გასავლელი; მთავარი სარკე და ჩოგბურთის სათამაშო მოედნის ზომის მზისგან დამცავი ეკრანი, ტელესკოპის ყველაზე დიდი და თვალშისაცემი ნაწილებია.

 ახლო–ინფრაწითელი დიაპაზონის სპექტროგრაფს(NIRSpec), ინდივიდუალურად პროგრამირებადი მიკრო–კამერები აქვს, რაც 100 სხვადასხვა ობიექტზე ერთდროული დაკვირვების საშუალებას იძლევა; NIRCam-ის კორონოგრაფები, ასტრონომებს ვარსკვლავიერი სისტემების კაშკაშა ცენტრალური მნათობის ახლოს ძალიან მკრთალ ობიექტებზე დაკვირვების საშუალებას მისცემს.

 ტელესკოპი აღჭურვილია კრიომაცივარით, რომელიც ინტრუმენტებს 7 კელვინამდე აცივებს. ინფრაწითელი გამოსხივების ინსტრუმენტს(MIRI) აქვს კამერაც და სპექტროგრაფიც, რომელიც ელექტრომაგნიტური სპექტრის საშუალო სიგრძის ინფრაწითელ ტალღებს აღიქვამს. ტალღის ეს სიგრძეები ადამიანის თვალისათვის უხილავია. საკვლევ ობიექტებზე უზუსტეს მიმართვას მგრძნობიარე დამიზნების სენსორი(FGS) უზრუნველყოფს, რითაც უმაღლესი ხარისხის გამოსახულებების მიღება მოხერხდება.

 მზის ეკრანი, კოსმოსურ ობსერვატორიის თბილი(მზიანი) და ცივი(ბნელი) კოსმოსური მხარეებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა უბანს ერთმანეთისაგან გააცალკევებს. მზის შუქი დაიბლოკება, რადგან ინსტრუმენტების სამუშაო ტემპერატურების დიაპაზონი ძალიან დაბალია – 50 კელვინზე ქვემოთ. ამ მხრივ, მზის ეკრანის დამცავი კოეფიციენტი, SPF–ფაქტორი, ძალიან მაღალია.

webbb sarkeebi 2
 „ჯეიმს უების“ მზისგან დამცავი ეკრანი უთხელესი, ხუთ ფენად დაკეცილი, მოვერცხლილი მემბრანაა, რომელიც კოსმოსში მთლიანად გაიშლება. ფოტო გადაღებულია Northrop Grumman Corporation–ის “სუფთა ოთახში”, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ რედონდო–ბიჩშია განთავსებული(Credits: NASA/Chris Gunn.).

 ცივ გარემოსთან ერთად, მზის ეკრანი თერმოსტაბილურ გარემოსაც უზრუნველყოფს, რაც მზის ბატარეებზე მომუშავე სარკეებისა და ინსტრუმენტების დამიზნებისა და ორიენტაციის სისტემებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მზის ეკრანის ინოვაციური მემბრანები, ალაბამას შტატის ქალაქ ჰანთსვილში, NeXolve Corporation–მა დაამზადა.

 „ჯეიმს უები“,  ამერიკის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სააგენტოს(NASA), ევროპის კოსმოსური სააგენტოსა(ESA) და კანადის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი საერთაშორისო პროექტია.  „ჯეიმს უები“ და ასევე კოსმოსური ტელსკოპი, ლეგენდარული „ჰაბლი“, ერთად გააგრძელებენ კოსმოსის კველვას(როგორ იმუშავებს კოსმოსური ტელსკოპი ”ჯეიმს უები”?).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი(წყარო: NASA).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.