მთვარის ჩრდილი მთვარედან

 მოძრაობდა რა მთვარის ხილული ნაწილის თავზე, 2017 წლის 21 აგვისტოს მზის სრული დაბნელებისას, მთვარის ორბიტულმა მზვერავმა (LRO –LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა) სავსე დედამიწისკენ ”გამოიხედა”. მისი მცირე კუთხიანი კამერით გადაღბულ დედამიწის მკაფიო გამოსახულებაზე, 1 კმ/წმ-ზე სწრაფად მოძრავი მთვარის ჩრდილი აისახა, რომელიც ა.შ.შ-ს დაბნელების ზოლზე გადაადგილდება. ჩრდილის ცენტრალური ნაწილი კენტუკის შტატის ქალაქ ჰიფქინსვილზეა. ამ ადგილზე მზის სრული დაბნელება დაიმზირებოდა, ახალმა მთვარემ ჩვენი მნათობი 2 წუთი და 40 წამი დაფარა (მზის წამიერი ორმაგი დაბნელებამზის ოთხი ისტორიული დაბნელება)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.