მთვარის ფერები

 ჩვეულებრივ, მთვარე ღია ნაცრისფრად ან მოყვითალოდ გამოიყურება. თუმცა, განსხვავებულ მონაკვეთებს შორის მცირე, მაგრამ შესამჩნევი სხვაობა არსებობს. სავსე მთვარის ამ ფერად ფოტოზე, ხსენებული განსხვავებები გაძლიერებულია. სხვადასხვა ფერები მთვარის ზედაპირის განსხვავებულ ქიმიურ შემადგენელზე მეტყველებს. მოცისფროდ, ტიტანით მდიდარი რეგიონებია შეღებილი, ნარინჯისა და მეწამულით, ტიტანითა და რკინით ღარიბი რეგიონები. ჩვენთვის ცნობილი სინათლის ზღვა მარჯვენა მაღალ კუთხეშია გამოსახული. თეთრი ზოლები, ნარინჯისფერ სამხრეთის მაღალმთიან მიწებზე გადის, 85 კილომეტრიანი ტიხოს კრატერიდან მარცხენა დაბალ კუთხეში. ოდნავ მაღლა, კოპერნიკის (კოპერნიკის პრინციპი) კრატერიდან გამოსული “სხივებია”, რომლებიც წვიმების ზღვამდე გრძელდება. ასეთი მრავალფერიანი ფოტოები, გადაღებული კოსმოსური აპარატების მიერ, მთვარის გრუნტის ნიმუშების მიხედვით გადის კალიბრირებას, ნიმუშებისა, რომლებიც აპოლოს მისიებით ჩამოიტანეს, მთვარის ზედაპირის გლობალური ქიმიური შემადგენელის დასადგენად (ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებრატომ ღებავს ნასა თავის ფოტოებს არაბუნებრივი ფერებით?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.