მთვარის “ბნელი მხარე” მართლა ბნელია?

 მოკლედ რომ ვთქვათ, “მთვარის ბნელი მხარე” არ არის სწორი გამონათქავამი, ეს შეცდომაა. თუ “პინკ ფლოიდის” ასეთივე სახელის ალბომს არ გულისხმობთ, მაშინ “მთვარის ბნელი მხარე”, დედამიწის ერთად-ერთი ბუნებრივი თანამგზავრის ის შორეული ნაწილია, რომელიც იმავე რაოდენობის სინათლეს “ხედავს”, რომელსაც მუდმივად ჩვენსკენ მომზირალი მხარე. ეს შეიძლება იცოდით კიდეც, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ ბნელი მხარის ზოგი ნაწილი ზოგჯერ მაინც გვენახვება ხოლმე? ხოლო მთვარის ზოგიერთი ადგილი მართლაც მუდმივ სიბნელეშია?

არ არის ბნელი

 ჩვენი პლანეტიდან მომზირალი ადამიანისთვის მთვარე არასოდეს იბრუნებს. სინამდვილეში, ის მართლა ბრუნავს, უბრალოდ, ღერძის გარშემო და დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი ერთმანეთის ტოლია – დაახლოებით 27 დღე. ამ მოვლენას “მოქცევით(გრავიტაციულ) ბლოკირებას უწოდებენ”.

 ეს სულ ასე არ იყო. მთვარე თავისი ღერძის გარშემო სხვა სიჩქარით მოძრაობდა(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ), შემდეგ, არის რა მთვარეზე მასიური, დედამიწამ მასზე გრავიტაციით იმოქმედა, მოახდინა ღერძისა და ორბიტაზე მისი მოძრაობის სინქრონიზირება. ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა: იუპიტერისა და სატურნის ბევრი თანამგზავრიც სწორედ ასეთ მოქცევით კავშირშია თავის დედა პლანეტასთან.

 სწორედ ამიტომ არ ვიცოდით როგორია მთვარის შორეული მხარე, სანამ საბჭოთა ზონდი – “ლუნა-3” მთვარის კრატერებით დაფარულ ლანდშაფტს გადაიღებდა. 1968 წელს, “აპოლო-8″-ს ასტრონავტები პირველი ადამიანები იყვნენ, ვინც მთვარის უხილავი მხარე საკუთარი თვალით ნახა. 2009 წელს, “ლუნარ რექონისენს ორბიტერმა(LRO/NASA) მთვარის ზედაპირის სრული რუკა შეადგინა. რამდენიმე დღის წინ კი ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უხილავ მხარეზე ზონდი დასვა, რომლიდანაც მთვარემავალი გადმოვიდა.

ლიბრაცია

 ეს მოვლენა, მთვარის ღერძის სივრცული ორიენტაციის რყევისა და ორბიტის ელიფსურობის გამო დაიმზირება. მთვარე თითქოსდა ნაზად იხრება და პოლუსების დანახვის საშულებას გვაძლევს. ორბიტის ექსცენტრულობა კი მის ხილულ ნაწილს მცირედ რხევადს ხდის, რითაც დედამიწელებს “ბნელი მხარის” კუთვნილ ადგილებსაც დაანახებს ხოლმე.

 მთვარის ღერძის დახრილობას უკავშირდება კიდევ ერთ საინტერესო მოვლენა: მისი ზედაპირის ზოგიერთი ნაწილი მართლაც მარადიულ სიბნელეშია.

 ეს არის მთვარის სახმრეთ პოლუსის განათების რუკა, რომელიც LRO-ს მიერ 6 თვის განმავლობაში გადაღებული 1700 ფოტოსგან არის შედგენილი. ბნელ ადგილებს არასოდეს უნახავთ სინათლე, ნათელ ადგილებს – უნახავთ, რუხებს – შუალედურად. ცენტრში მდებარე შექლთონის 20 კილომეტრიანი კრატერის კიდეები მარადიულ ჩრდილში აქცევს მის შიდა ნაწილებს.

 ეს ყველაფერი იმას გვეუბნება, რომ ტექნიკურად, “მთვარის ბნელი მხარე” არ არსებობს, “მარადიული სიბნელის კრატერები” კი ნამდვილად ყოფილა(10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი მთვარის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.