მზის წამიერი ორმაგი დაბნელება

 გასულ კვირას, ძალიან მცირე ხნით, მზის ორმაგი დაბნელებაც დაიმზირებოდა(მზის ოთხი ისტორიული დაბნელება). ამ დაბნელებას უამრავი ადამაიანი აკვირდებოდა და მხოლოდ მცირემ თუ ნახა ჩვენი მნათობის სრული დაბნელება, დედამიწის ზედაპირის იმ ვიწრო ზოლზე, სადაც მთვარის ჩრდილმა გაიარა. კიდევ უფრო ცოტამ, ვინც სპეციალური ფოტო აპარატურით იყო შეიარაღებული, ორმაგი დაბნელება გადაიღო – ერთდროულად მზის ნაწილობრივი დაბნელება მთვარით და წამიერად საერთაშორისო კოსმოსური სადგურით(სკს). დედამიწის გარშემო მოძრავმა სადგურმა(28 000 კმ/სთ.), მზის დისკო წამზე მცირე დროში გადაკვეთა. თუმცა, სკს-ს გამოსახულება რომ არ გადღაბნილიყო, გადაღება 1/1000 წამიანი დაყოვნებით მოხდა. გამოყენებული იქნა სპეციალური ფილტრი, რომელიც მზის ქრომოსფერული(გვირგვინი) წყალბადის გამოსხივებას ატარებდა, ეს ფენა გაცილებით მაღლაა და ცხელია(მზის გვირგვინისა და სპიკულების გამოცანა ამოხსნილია), ვიდრე ფოტოსფერო(ზედაპირი)(შესაძლებელია თუ არა სკს-ს დანახვა დედამიწიდან?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.