მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრული ძრავის პროტოტიპი

 NASA–მ ახალი ელექტრული ამძრავის კონცეფციის შემუშავებისათვის, კომპანია Aerojet Rocketdyne, Inc. შეარჩია(nasa), რომელიც ვაშინგტონის შტატის ქალაქ რედმონდში მდებარეობს. ეს სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკის კოსმოსური აქტივობების კომერციულ პოტენციალს, რაც შესაძლებელს გახდის ღრმა კოსმოსში მისიების განხორციელებას, როგორებიცაა, მაგალითად, NASA–ს ასტეროიდის გადანაცვლების მისია(Asteroid Redirect Mission (ARM)) და მარსის მისიები(Journey to Mars).

mzisuri zrava  ღრმა კოსმოსში, მათ შორის – მარსზეც, მომავალი საკაცობრიო ექსპედიციების განხორციელებისათვის, მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი ტიპის ძრავები იქნება საჭირო. სურათზე ნაჩვენებია ჰოლის ძრავი, სიმძლავრით – 13 კილოვატი, რომელიც კლივლენდში, გლენის კვლევით ცენტრში შეიმუშავეს(NASA). ჰოლის ძრავი ელექტრონების ნაკადს მაგნიტურ ველში “ჩაიჭერს” და ბორტზე მოთავსებული საწვავის იონიზებისათვის გამოიყენებს. ეს ძრავი, ქიმიურ ძრავებთან შედარებით, 10–ჯე უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს(NASA).

 თანამედროვე ელექტრული ძრავების სისტემა(Advanced Electric Propulsion System – AEPS) 36–თვიანი კონტრაქტის ფარგლებში შეიქმნება; სამუშაოს ფიქსირებული ბიუჯეტი 67 მილიონი დოლარია. როგორც მოსალოდნელია, კონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად კოსმოსური ხომალდების სატრანსპორტო საწვავის ეფექტურობა, არსებულთან შედარებით, 10–ჯერ მაინც გაუმჯობესდება.

 “NASA ელექტრული ამძრავების ულტრათანამედროვე სისტემებს განავითარებს, ხოლო მათი საჯარო დემონსტრირება ათწლეულის დასასრულს მოხდება, როცა საპილოტე მისიებს შევასრულებთ” – ამბობს სტივ ჯურზიკი, NASA–ს კოსმოსური ტექნოლოგიების სამმართველოს (Space Technology Mission Directorate – STMD) ასოცირებული დირექტორი. – “ამ ტექნოლოგიების განვითარება მნიშვბელოვნად გააუმჯობესებს კოსმოსური ტრანსპორტირების უნარებს და საშუალებას მისცემს NASA–ს, ღრმა კოსმოსში მრავალფეროვანი საკაცობრიო თუ რობოტიზირებული კვლევები განახორციელოს, როგორც სუფთა სამეცნიერო, ასევე – კომერციული მიზნებითაც”.

 კომპანია Aerojet Rocketdyne აპირებს შეიმუშაოს ძრავის ტექნოლოგია, რომელშიც ინტეგრირებული იქნება ამძრავი, გამაძლიერებელი(power processing unit – PPU), დაბალი წნევის ქსენონის ნაკადის მაკონტროლებელი და ელექტრომაგნიტური მაიონიზებელი რკალების სისტემები. NASA–მ უკვე განავითარა ამ ძრავის რამდენიმე პროტოტიპი, რომელსაც კომპანია სანიმუშო სქემის სახით გამოიყენებს. შესრულებულ სამუშაოებს გლენის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის წამყვანი ინჟინრები უხელმძღვანელებენ. მუშაობაში კოსმოსური ძრავების ლაბორატორიის გუნდიც ჩაერთვება.

 NASA უკვე 50 წელზე მეტია ელექტრული კოსმოსური ძრავების სისტემებზე მუშაობს: პირველი ასეთი სისტემა სწორედ გლენის ცენტრში იქნა შემუშავებული ჯერ კიდევ 50–იან წლებში, რომელიც 1964 წლის 20 ივლისს გამოსცადეს, სახელწოდებით – “გლენის ელექტრული კოსმოსური რაკეტის გამოცდა N 1 (Glenn’s Space Electric Rocket Test 1); ხოლო ბოლო ასეთი მისია იყო ”განთიადი”(Dawn), რომელიც სარაკეტო ძრავების ლაბორატორიამ – JPL განახორციელა და 2011–2015 წლის ფარგლებში გიგანტური ასტეროიდი – ვესტა და პროტოპლანეტა – ცერესი, გამოიკვლია.

 NASA–ს საბოლოო მიზანი მზის ელექტრული ძრავების(Solar Electric Propulsion – SEP) პროექტის განხორციელებაა, რომელსაც უახლესი ამბიციური მისიების განხორციელება მოყვება: ARM – ასტეროიდის გადანაცვლების მისიის ფარგლებში, NASA აპირებს გამოიჭიროს მოზრდილი ასტეროიდი და 20–იან წლებში მთვარის ორბიტაზე გადაიტანოს, რაც ახალი ტექნოლოგიების, მართლაც რომ გრანდიოზული მასშტაბის გამოცდა იქნება(კოსმოსური ხომალდი ასტეროიდისგან; რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…; ლექტროსტატიკური იალქანი)(nasa).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.