მიწიერი მზვერავი ვესტასთანაა

 ჩვენ თითქმის ოთხ წლიანი მოგზაურობის ბოლო კილომეტრებს ვადევნებთ თვალს. 2011 წლის 16 ივლისს აპარატი Dawn-ი(განთიადი) დიდი ასტეროიდის ხელოვნურ თანამგზავრად იქცევა. ასტრონომები მოუთმენლად ელიან ახალი მონაცემების მიღებას.

მეცნიერთა ყურადღება ვესტასკენაა მიმართული – მზის სისტემის მთავარი ასტეროიდული სარტყელის ყველაზე მძიმე და ზომით მეორე ასტეროიდისკენ(პალადას მერე). 2007 წელს განხორციელებული სტარტის შემდეგ ამერიკული ზონდი Dawn-ი როგორც იქნა სამიზნემდე მივიდა. აპარატურა უკვე ჩართულია, თუმცა მონაცემების მიღება აგვისტოდან დაიწყება.
  ეს ფოტო ზონდმა 2011 წლის 9 ივლის გადმოსცა, ვესტამდე მანძილი ამ დროს 41 ათასი კილომეტრი იყო. ასტეროიდის ზომებია 578/560/458 კმ. თავისივე სიმძიმის ზემოქმედებით მრგვალი ფორმების მისაღებად მას სულ ცოტა დააკლდა(NASA/JPL-Caltech/UCLA/MPS/DLR/IDA).
აპარატის იონურ ძრავებს ძალიან მცირე გაწევა აქვთ(ათეულობით მილინიუტონი(კოსმოსური ზონდი Dawn-ი, რომელიც ასტეროიდების შესასწავლად შეიქმნა, იონური ძრავას საშუალებით რეკორდულად აჩქარდა. ასეთ ძრავაში ქიმიური საწვავის მაგივრად იონიზირებულ გაზს(ქსენონს) იყენებენ. გამწევი ძალა ამ გაზის ელექტრული ველით რაკეტის მორაობის საპირისპიროდ აჩქარებით მიიღება(რეაქტიული მოძრაობა). მისი უარყოფითი მხარეა აღნიშნული ძალის სიმცირე. ასეთ მოწყობილობას არ შეუძლია ორბიტაზე გაიტანოს კოსმოსური აპარატები პლანეტის ზედაპირიდან. სამაგიეროდ ღია კოსმოსში მას კონკურენტი არ ჰყავს. იონების აჩქარება შესაძლებელია 50-ჯერ მეტი სიჩქარით ვიდრე ქიმიური საწვავის წვით მიღებული გაზების სიჩქარეა. Dawn-მა ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 165 კგ ქსენონი დახარჯა და რეკორდულ აჩქარებას მიაღწია – 15 კმ/წმ. მეცნიერები აპარატის 8 წლიანი მისიის განმავლობაში სიჩქარის კიდევ 11 კმ/წმ.-ით გაზრდას ვარაუდობენ. ზონდი გამოიკვლევს მარსაა და იუპიტერს შორის არსებულ მთავარ ასტეროიდულ სარტყელს, კერძოდ კი ყველაზე დიდ ასტეროიდ ცერერას და ყველაზე კაშკაშა ვესტას).
თუმცა მრავალი დღეებისა და საათების განმავლობაში, Dawn-ი აკურატულად ეწყობა ორბიტას, რათა ასტეროიდმა ის თავისი მცირე გრავიტაციით თვის თანამგზავრად აქციოს.
როცა საპლანეტათშორისო ზონდი ვესტას ორბიტაზე გავა, მათ შორის მანძილი 16 ათასი კილომეტრი იქნება. ამ მომენტისთვის ზონდი და ვესტა დედამიწიდან 188 მილიონი კილომეტრით იქნებიან დაშორებულნი.
  Dawn-ი აწყობის პროცესში. აპარატი დაახლოებით 2 მეტრის სიგრძისაა, გახსნილი მზის პანელების სიგრძე კი 19,7 მეტრია. აფრენის დროს მისი მასა 1,2 ტონას უტოლდებოდა, აქედან 425 კილოგრამი იონური ძრავებისთვის განკუთვნილ ქსენონზე მოდის, ხოლო 46 კილოგრამი ჰიდროზინზე – ჩვეულებრივი რეაქტიული ძრავებისთვის.
დასაწყისისთვის კვლევები, 20 დღის განმავლობაში, ჩატარდება 2700 კილომეტრის სიმაღლიდან. აპარატი უამრავ ფერად ფოტოს მიიღებს, გადაღებულს სხვა და სხვა დიაპაზონებში. გარჩევადობით ეს ფოტოები მრავალჯერ უკეთესი იქნება დედამიწაზე ან „ჰაბლით“ გაკეთებულ ფოტოებზე. კარტოგრაფული სპექტრომეტრი კი ობიექტის მინერალურ შემადგენლობას დაადგენს.
შემდგეგ ორბიტის სიმაღლე 680 კილომეტრამდე შემცირდება(30 დღე). Dawn-ი შეძლებს სტერეო გამოსახულებების გაკეთებას, რომელთა მიხედვითაც შედგება ასტეროიდის მაღლობების ზუსტი რუქა. დეტალურად იქნება შესწავლილი ვესტას სითბური გამოსხივებაც(ემისია).
შემდგომ მზვერავი 180-200 კილომეტრის სიმაღლემდე დაიწევს(70 დღე). აქედან ის შეძლებს კოსმოსური სხივების ზედაპირზე შეჯახებით გაჩენილი პროდუქტების კვლევას, ასევე მოახდენს შიდა სტრუქტურის ზონდირებასაც(ამ ორბიტაზე Dawn-ი ვესტას გარშემო ერთ შემოვლას 4 საათი მოანდომებს).
უკუსვლასთან ერთად Dawn-ი მოახდენს შუალედურ „შეჩერებებს“, რათა ასტეროიდის ზედაპირის დეტალები მზის სხივების დაცემის განსხვავებული კუთხითაც გადაიღოს, ახალი ტოპოგრაფული დეტალების დასაფიქსირებლად.
  Dawn-მა სტარტი 2007 წლის 27 სექტემბერს აიღო. ცაში ის რაკეტამატარებელმა Delta II-მა აიყვანა. პროექტის მთლიანი ღირებულება 466 მილიონ დოლარს შეადგენს, აპარატის აწყობისა და გაშვების ჩათვლით, ასევე შემდგომი მართვითა და მონაცემთა ანალიზით. მისიია მთლიანად 2015 წლის ივლისში დასრულდება (NASA/Sandra Joseph & Rafael Hernandez).
ამ მისიის მნიშვნელობაში რომ გავერკვეთ, საკმარისია გავიხსენოთ, რომ მთავარი ასტეროიდული სარტყელის სამ უდიდეს ობიექტს – ვესტას, პალადას და ჯუჯა პლანეტა ცერერას – სპეციალისტები არშემდგარ პლანეტებად თვლიან, რომელთაც მზის სისტემის ჩამოყალიბების დროს ვერ შეძლეს საკმარისი გაზისა და მტვრის შეგროვება.
თუმცა, უფრო მცირე ობიექტებთან განსხვავებით, ხსენებულ სამეულში მაინც მოხდა გარკვეული ფენების ჩამოყალიბების პროცესები.
  მთვარის, პლუტონის, ცერერას, ვესტას, მატილდასა და ლუტეციას ზომების შედარება. ამ ორ უკანასკნელთან ახლოს, ადრე, საპლანეტათშორისო თანამგზავრებმა იფრინეს(NASA).
სამეულიდან ყველაზე მსუბუქი პალადაა – ის პლანეტარული ევოლუციის ყველაზე უფრო ადრეულ წარსულში გაიყინა და თუ მას ბირთვი გააჩნია, ის ვერც მოასწრებდა ბოლომდე ჩამოყალიბებას.
ცერერას აქვს კლდოვანი ბირთვი და ყინულოვანი მანტია. იქ საკმაოდ საინტერსო პირობებია, ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ამბობს, რომ შესაძლებელია ცერერაზე წინა ბიოტიკური პროცესები მიმდინარეობდა.
და ბოლოს დღევანდელი დღის გმირი ვესტა – მას რკინა-ნიკელის ბირთვი და კლდოვანი მანტია აქვს. დაფიქსირებულია მინარალების მრავალფეროვნებაც. მათზე ჯერჯერობით მეცნიერები იმ კრატაერების მიხედვით მსჯელობენ, რომლებიც ზედაპირზე მეტეორიტებმა და მცირე ზომის ასტეროიდებმა გააჩინეს(ამ კატაკლიზმებმა ვესტას სამხრეთ ნახევარსფეროში გიგანტური კრატერი დატოვეს).
  მეცნიერები ვარაუდობენ, მიწაზე ნაპოვნი ბევრი მეტეორიტიდან ზოგიერთი წარმოშობით ვესტადანაა. ფოტოზე – ერთ-ერთი ასეთი ციური სტუმრის ფრაგმენტია ნაჩვენები( фото NASA/JPL-Caltech).
ეს ყველაფერი ვესტას კვლევის ყველაზე საინტერესო ობიექტად აქცევს. მას შეუძლია ბევრი რამ მოგვითხროს მზის სისტემის წარსულის შესახებ. იმავე მიზნით, ერთი წლის მერე, აპარატი შემდეგი სამიზნისკენ გაფრინდება. 2012 წლის ივლისში Dawn-ი ვესტას დატოვებს და ცერერასკენ გაემართება. მასთან ზონდი 2015 წლის თებერვალში მივა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *