მზის დგომიდან ბუნიაობამდე კუბში

 ეს სამთვიანი ექსპოზიცია, 2015 წლის 22 დეკემბრიდან, 20 მარტის ჩათვლით გასულ დროს ერთ პატარა ყუთში აერთიანებს. უჩვეულოდ გადაშლილი სურათი, რომელსაც სოლაროგრაფიას უწოდებენ, კოლოფის ფორმის კამერის საშუალებით იქნა მიღებული, რომლის შიგნითა კედლებზე ფოტოქაღალდია შემოკრული. მთელი ეს დრო, კამერა ერთ მდგომარეობაში იყო დაფიქსირებული და უნგრეთის ცაზე მზის მიერ გავლილ გზას აღბეჭდავდა. ზამთრის მზის დგომიდან, საგაზაფხულო დღე-ღამ ტოლობის (ბუნიაობა) ჩათვლით, მზის კვალი სულ უფრო გრძელი და მაღალი ხდებოდა. რა თქმა უნდა, ბნელი ჩანართების გაჩენა მზის დღიურ მოძრაობაში, ღრუბლიანი დღეებით არის გამოწვეული. უღრუბლო დღეებში, უწყვეტი და ელვარე კვლები რჩება (თანაბარდღეობა მბრუნავ დედამიწაზე; მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.