მატრიოშკასავით… გამოკვლეული გალაქტიკური გროვების მაგალითი.

მატრიოშკასავით…

  ალაბამას უნივერსიტეტის(ჰანთსვილი, ა.შ.შ.) ასტროფიზიკოსებმა, სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის შესამოწმებლად პრინციპის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც რუსული თოჯინის – მატრიოშკა, მოწყობილობის საფუძველში დევს(nasa).

 320-ზე მეტი გალაქტიკური გროვა იქნა შესწავლილი, რომლებამდე მანძილი 0,76-8,70 მილიარდი სინათლის წელია. მეცნიერთა შეფასებით, ეს ბოლო რიცხვი შეესაბამება ეპოქას, როცა სამყაროს დამუხრუჭება, გაფართოებით შეიცვალა.

 ”ამ თვალსაზრისით, გალაქტიკური გროვები რუსულ მატრიოშკას ჰგავს, რომლის შემადგენლობაში არსებულ პატარა ფიგურებს იგივე ფორმა აქვს, როგორიც დიდებს. ეს საშუალებას იძლევა, გალაქტიკათა კომპლექსების ერთმანეთთან შედარებით, მათ შორის ზუსტი მანძილი დადგინდეს” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, ანდრეა მორანდი.

 კვლევის მიხედვით, უკანასკნელი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, ბნელი მატრიისა და ენერგიის თვისებები არ შეცვლილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბნელი ენერგია მუდმივას წარმოადგენს(და არა ცვლად ველს), რომელიც ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში ფიგურირებს(ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოები).

 მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მოდელი, სტანდარტული კოსმოსლოგიური მოდელის შემოწმების საშაულეაბს იძლევა. თუ ნავარაუდევი კოსმოსლოგიური პარამეტრები არასწორია, მაშინ შორეული გალაქტიკური გროვები ერთმანეთის მსგავსი არ იქნება, ანუ იქნება იმისგან განსხვავებული, რასაც თეორია წინასწარმეტყველებს.

 დიდი აფეთქებიდან დაწყებული, სამყაროს გაფართოების ტემპს, ბნელი მატერია და ბნელი ენერგია განსაზღვრავდა, რომელთა ბუნება ახლაც გაურკვეველი რჩება(მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ; ალბერტ აინშტაინი – დაკარგული ხელნაწერი).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *