ექსპერიმენტულ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, მარსის მტვრის ლაბორატორიული იმიტაცია შექმნა (nature), ვულკანური ბაზალტის შერევით სხვადასხვა ტიპის რკინის ოქსიდებთან. აღმოჩნდა, რომ რეალური მარსის ზედაპირის სპექტრული მახასიათებლები საუკეთესოდ ემთხვევა ფერიჰიდრიტთან ნარევებს, მინერალთან, რომელიც მხოლოდ ცივი წყლის თანაობით წარმოიქმნება. ავტორები ამტკიცებენ, რომ მარსის მტვერში რკინის ოქსიდის მთავარი კომპონენტი, რომელიც მას დამახასიათებელ მოწითალო ელფერს აძლევს, არის ფერიჰიდრიტი და არა უწყლო მინერალები, როგორიცაა გოეთიტი და ჰემატიტი, როგორც ადრე ითვლებოდა. მკვლევარების აზრით, რკინის ეს ჰიდრატირებული ფაზა, მარსის ადრეული განვითარების გვიან ეტაპებზე, წყალში ჟანგვის პირობებში ჩამოყალიბდა (წყალი მარსზე).
