მარსი ობიექტივში

 2020 წლის ივლისში, მარსისკენ გაფრინდა სამი ავტომატური აპარატი: იაპონური რაკეტამატარებლით წითელი პლანეტისკენ საამიროების “ალ-ამალი” გაემგზავრა, ჩინეთიდან – “ტიანვენ-1” (მარსმავლით), აშშ-დან – “მარსი-2020”, ბორტზე მარსმავლით – “პერსევერენსი”. ნახევარწლიანი მოგზაურობის მერე, სამივემ მოახერხა მარსის ორბიტაზე გასვლა, “პერსევერენსი” დაეშვა კიდეც და პირველი “ნაბიჯებიც” გადადგა.

“ალ-ამალი”-ს მიერ გადაღებული პირველი ფოტო.

 “ტიანვენ-1” (“კითვხები ცას”), ეს არის მარსისკენ გაგზავნილი პირველი ჩინური მისია (“ინჰო-1”, რუსულ “ფობოს-გრუნტი“-სთან ერთად, 2011 წელს, დედამიწის ორბიტასთანვე განადგურდა). მისია გაცილებით ამბიციურია, ვიდრე არაბული “ალ-ამალი”.

  “ტიანვენ-1”-ზე შვიდი საკვლევი ინსტრუმენტია დაყენებული: მრავალსპექტრული კამერა MRC, რომელიც მარსის ზედაპირის მაღალხარისხიან ფოტოებს გადაიღებს; ზომიერი გარჩევადობის შესაძლებლობის ფერადი კამერა პანორამული გადაღებებისთვის; რადიოლოკატორი მიწისქვეშა ფენების ზონდირებისთვის და ყინულის საძებნელად – MMS; მინერალოგიური სპექტრომეტრი მარსის რესურსების შესასწავლად; სამკომპონენტიანი მაგნიტომეტრი – MM; ორი მოწყობილობა ატმოსფეროსა და კოსმოსური სივრცის შესასწავლად: იონებისა და ნეიტრალური პლაზმის ანალიზატორი – MINPA, ასევე, მაღალენერგიული ნაწილაკების ანალიზატორი – MEPA.

 გარდა ამისა, “ტიანვენ-1”-ს უნდა გამოეყოს და მარსის ზედაპირზე დაეშვას მარსმავალი, რომლის სახელის მოფიქრებაზე კონკურსი ახლაც მიმდინარეობს.

 ჯერ ისევ უსახელო 240 კილოგრამიანი მარსმავალი ზომებით 2×1,65×0,8 მეტრი, სანავიგაციო სტერეოკამერითა და ექვსი სახვა ინსტრუმენტით არის აღჭურვილი. ეს არის ზედაპირის სამგანზომილებიანი რუკების შესადგენი ტოპოგრაფიული კამერა – TC; მრავალსპექტრული კამერა MSC სხვადასხვა ნაერთების მორფოლოგიისა და განაწილების შესასწავლად; წიაღის საკვლევი რადარი – MRSER, სამუშაო სიღრმით 100 მეტრი ყინულისთვის და 10 მეტრი გრუნტისთვის; ლაზერული სპექტრომეტრი ზედაპირზე არსებული ქანების შემადგენლის დისტანციურად დასადგენად – MSCD; სამკომპონენტიანი მაგნიტომეტრი – MMFD; მეტეოკომპლექსი MMM, ტემპერატურის, წნევის, ქარის სიჩქრისა და მიმართულების გასაზომად, ასევე, ხმების ჩასაწერად.

დასაშვები პლატფორმა მარსმავლით მასზე.

 მარსმავლის ენერგიის წყაროა მზის ბატარეა. გეგმის მიხედვით, აპარატმა 30 დღე უნდა იმუშაოს, თუმცა, ნასას მარსმავლების მსგავსად ეს მისია რამდენიმე წელი შეიძლება გაგრძელდეს.

 2021 წლის მაისამდე, “ტიანვენ-1” მარსის ორბიტაზე იმოძრავებს, საიდანაც უტოპიას სახელით ცნობილი ვაკის დეტალური შესწავლით იქნება დაკავებული, სწორედ აქ უნდა დაეშვას პლატფორმა და მასზე დამაგრებული მარსმავალი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 1745 კილოგრამიანი დასაშვები კომპლექსი ობიტულ აპარატს გამოეყოფა და წითელი პლანეტის ზედაპირზე დაეშევბა. ამის მერე, ორბიტული აპარატი სამუშაო ტრაექტორიაზე გადავა, სიმაღლით 265×11943 კილომეტრი, მარსის გრძელვადიანი კვლევისთვის.

ნიმუშების შესანახი კონტეინერის შინაგანი აგებულება (NASA/JPL-Caltech).

 მისიებს “პერსევერენსი” და “ტიანვენ-1”, ერთმანეთის მსგავსი ამბიციური გაგრძელება ექნება. ამერიკული მარსმავალი მეცნიერთათვის საინტერესო ნიმუშებს შეაგროვებს და ტიტანის სანახებში მოათავსებს მათ, რათა შემდეგი მისიის დროს (ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან კოლაბორაციით), ისინი დედამიწაზე იქნას გამოგზავნლი, სავარაუდოდ, 2031 წელს. ჩინეთს კი ნიმუშების წამოღება 2030 წლისთვის აქვს დაგეგმილი, რათა აშშ და ევროპას დაასწორს (ჩინეთის კოსმოსური აპარატი ”ტიანვენ-1” მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა“პერსევერენსი” მარსზე ეშვება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.