სუპერკომპიუტერმა “კოსმოსური საათის” სვლა შეაბრუნა

 იაპონიის ნაციონალური ასტრონომიული ობსერვატორიის მეცნიერთა ჯგუფმა ((NAOJ), მათ განკარგულებაში არსებული სუპერკომპიუტერის ATERUI II გამოყენებით, 4000 “ციფრული სამყაროს” მასშტაბური მოდელირება მოახდინეს (phys.org). ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოდელირებისას მეცნიერებმა გამოიყენეს ე.წ. უკუგანვითარების მეთოდი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდელირებულ სამყაროებში დრო საპირისპირო მიმართულებით მიედინებოდა. მოდელირების მიზანი იყო სამყაროს განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მოვლენის, ინფლაციური გაფართოების უფრო დეტალური შესწავლა (ადრეული სამყარო).

 არსებული თეორიის მიხედვით, სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინათ გაჩნდა, დიდ აფეთქებად წოდებული მოვლენის შედეგად. ამ მომენტიდან ძალინ მცირე დროში, სამყაროს მოცულობა ტრილიონი ტრილიონჯერ გაიზარდა, მიკროწამის მეტრილიონედზე მცირე დროში. მეცნიერთათვის უცნობია და გაუგებარია, რა იყო ამ “ფეთქებადი” გაფართოების მიზეზი, რომელიც თანამედროვე ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მთავარ გამოცანას წარმოადგენს (რა არის დიდი აფეთქება?).

 ინფალიურ გაფართოებას მატერიის განაწილებაში განსხვავებები უნდა გამოეწვია, რამაც, შემდეგ, გალაქტიკების ფორმირებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ამგვარად, გალაქტიკებისა და გალაქტიკათა გროვების ევოლუციის საპირისპირო მიმართულებით სვლაზე დაკვირვებით, ინფლაციის იმ თეორიების გამორიცხვა შეიძლება, რომლებიც სინამდვილეს არ შეეფერება, თეორიებისა, რომლებიც მეცნიერებმა პრაქტიკული დაკვირვებებით მიღებულ მონაცამებზე დაყრდნობით შექმნეს.

ბნელი მატერიის “ძაფები” გალაქტიკური გროვებით (ნათელი ადგილები) მასში.

 თუმცა, სამყაროს მოცულობაში გალაქტიკათა განაწილებაზე სხვა პროცესებიც ზემოქმედებს, რაც სამყაროს მსხვილმასშტაბიან სტრუქტურებზე დაკვირვებით მიღებული მონაცემებიდან მხოლოდ ინფლაციის შესახებ ინფორმაციის გამოყოფას აფერხებს. კერძოდ, მთავარი დაბრკოლებაა გალაქტიკათა გროვების ბუნებრივი ზრდა თავიანთივე მიზიდულობის ძალების ხარჯზე, ანუ პროცესით, რომელსაც მატერის განაწილებაში სულ პირველად მომხდარი გადახრები შეუძლია ჩაანაცვლოს (ანომალია სამყაროს გაფართოებაში).

 4 ათასი სამყაროს მოდელირება უკუმიმართულებით ხდებოდა, სწორედ რომ გალაქტიკებისა და მათი გროვების გრავიტაციული ზრდის მოდელების გამოყენებით. ასეთი მიდგომით, საკმაოდ კარგად მოხერხდა სამყაროების თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა, მათში მატერიის განაწილების მხოლოდ პირველყოფილი გადახრების გამოყოფით (კვაზარები ბარიონული ოსცილაციების საკვლევად).

 “უკურეკონსტრუქციის ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდი საკმაოდ ეფექტური გამოდგა. ჩვენ, ინფლაციური თეორიების შემოწმება იმ მონაცემთა მასივის მხოლოდ მეათედის გამოყენებითაც შეგვიძლია, რომლებსაც ადრე სხვა მეთოდებით შემოწმებისას იყენებდნენ. ეს, თავის მხრივ, ამ მიმართულებით ჩასატარებელ კვლევებს დააჩქარებს, გალაქტიკებზე დაკვირვებებისთვის საჭირო დროის შემცირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ეს, სამყაროს ინფლაციური გაფართოების გამოცანის ამოხსნას ახლა შეგვაძლებინებს და არა შორეულ მომავალში”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.