ლოვჯოის გახლეჩილი კუდი

 რა დაემართა ლოვჯოის კომეტას? ამ თვის დასაწყისში ის მოულოდნელად აკაშკაშდა და რთული სტრუქტურის მქონე გრძელი კუდი გაუჩნდა. მზის ქარისა და მაგნიტური ველის ზემოქმედებით, კომეტის იონური კუდის შუა ნაწილი ნემსის ყულფს დაემსგავსა. C/2017 E4(ლოვჯოი), სახელგანთქმულმა კომეტებზე მონადირემ ტერი ლოვჯოიმ აღმოაჩინა. აპრილის დასაწყისში მისი ხილული ვარსკვლავური სიდიდე 7-ს გაუტოლდა, რის გამოც მასზე დაკვირვება ბინოკლითა და დიდი დაყოვნების მქონე ფოტოაპარატებითაც შეიძლებოდა. ამ ფოტოს გადაღების მერე კომეტის ბირთვმა დაშლა და დასუსტება დაიწყო, რაც მზესთან მინიმალურ მანძილზე მიახლოებამდე ორი დღით ადრე მოხდა(კომეტები).

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.