კოსმოსურმა ტელესკოპმა ”ჯეიმს უებ”, თითქმის სრულყოფილი ”აინშტაინის რგოლი” გადაიღო

 ეს, გრავიტაციულად გამრუდებული სინათლის ჰალოების საუკეთესო სურათია (ჯერ-ჯერობით)..

გალაქტიკა JO418 და თითქმის სრულყოფილი ”აინშტაინის რგოლი” მის გარშემო, რომელიც გადაიღო NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა ”James Webb” @Spaceguy44.

 NASA-ს ჯეიმს უების” კოსმოსურმა ტელესკოპმა ე.წ. ”აინშტაინის რგოლის” სურათი გადაიღო, რომელიც ლამის თეორიული მოდელის სიზუსტისაა. ეს შთამბეჭდავი ასტრონომიული ეფექტი ძალზე შორეული გალაქტიკის გარშემო იქნა დაფიქსირებული. გალაქტიკა  SPT-S J041839-4751.8 (მოკლედ – JO418) დედამიწიდან 12 მილიარდი წლის მანძილზე იმყოფება. მისი სამჯერადი გამოსახულების დანახვა და გადაღება კი მხოლოდ იმის გამო მოხერხდა, რომ  JO418 სხვა, ძალზე მასიური გალაქტიკის (დიდი, ლურჯი ობიექტი) უკან განთავსდება, რომელიც თავისი მძლავრი გრავიტაციის მეშვეობით, გარშემო სივრცეს მნიშვნელოვნად ამრუდებს.

”აინშტაინის რგოლი” პირველად კოსმოსურმა ტელესკოპმა ”Hubble” 2021 წლის 23 სექტემბერს გადაიღო (იხ. ვიდეო). ამ შთამბეჭდავი ეფექტის გამოწვევის მექანიზმი გამადიდებელ შუშაში სინათლის გარდატეხის მსგავსია – შორეული გალაქტიკიდან მომავალი სინათლე, მოპირდაპირე, სხვა გალაქტიკის მიერ გამრუდებულ სივრცეში, როგორც ლინზაში, ისე გაივლის და მის ”წინ” გამოისახება ორჯერ, ან რამდენიმეჯერ გამრავლებული ობიექტის სახით. ალბერტ ეინშტეინი იყო პირველი, რომელმაც გრავიტაციული ლინზირების მოსალოდნელი ეფექტი, ფარდობითობის თეორიაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ 1912 წელს ივარაუდა.

 ”აინშტაინის რგოლი” პირველად NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა Hubble, 2021 წლის 23 სექტემბერს გადაიღო, და არაერთი. მათ შორისაა შორეული კვაზარის გამოსხივებით შექმნლი ობიექტიც. თუმცა, ”ჯეიმს უების” მიერ გადაღებულმა სურათმა იმდენად ღრმა დეტალები გამოავლინა, რომ მეცნიერებმა ის თეორიული გამოთვლებით მიღებულ ციფრულ ანალოგსაც კი შეადარეს.

 გალაქტიკა JOS18-ის მიერ გამოწვეული ”აინშტაინის რგოლის” ეს ეფექტი ასტრონომებმა პირველად 2020 წელს, ჩილეს ატაკამას უდაბნოში განთავსებული დიდი ტელესკოპის – ALMA (Atacama Large Millimeter/submillimeter Array) მეშვეობით შენიშნეს, თუმცა პირველი დეტალური სურათის გადაღება მხოლოდ  ”ჯეიმს უების” კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით გახდა შესაძლებელი: ჯერ ის ახლო ინფრაწითელი NIRCam კამერის მეშვეობით გადაიღეს, თუმცა გამოსახულება ბუნდოვანი იყო; შემდეგ, მიღებული მონაცემები საშუალოტალღოვანი-ინფრაწითელი ინსტრუმენტის – MIRI (Mid-Infrared Instrument) დახმარებით შეავსეს და ის Reddit სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ხლო ინფრაწითელი NIRCam კამერით გადაღებული გალაქტიკა JO418-ს ”ეინშტეინის რგოლის” ბუნდოვანი სურათი. @Spaceguy44.

 საშუალოტალღოვანიინფრაწითელი ინსტრუმენტის – MIRI (Mid-Infrared Instrument) დახმარებით გადაღებული გალაქტიკა JO418-ეინშტეინის რგოლისდეტალური სურათი. @Spaceguy44.

იხილეთ ასევე: 8 ways you can see Einstein’s theory of relativity in real life; რა არის ”აინშტაინის რგოლი?; გრავიტაციული ლინზირება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.