კორუნდი შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში

კორუნდი შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში

 ასტრონომთა ჯგუფმა, იუპიტერის ზომის პლანეტა აღმოაჩინა, რომელიც 1000 სინათლის წლის იქეთ მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. აღსანიშნავია, რომ მისი ატმოსფერო დაფარულია ღრუბლებით, რომელთა შემადგენელში მინერალი კორუნდი შედის, რომელიც თავის მხრივ, ლალისა და საფირონის შემადგენელი ნაწილია. ”ძვირფას” პლანეტაზე გადასვლას შორეულ მომავალშიც ვერ შევძლებთ და ამის მიზეზი არა მანძილი, არამდე სულ სხვა რამაა.

”კეპლერი”(NASA).

 2009-2013 წლებში, ეგზოპლანეტებზე მონადირემ – ”კეპლერი”, სხვა მზეებთან მბრუნავი ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, თუმცა იმის დადგენა, თუ რას წარმოადგენს ეს ეგზოპლანეტები, გაცილებით ძნელი ამოცანა გამოდგა.

 საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში, ამ ამოცანის ამოხსნაც მოხერხდა. ასტრონომებმა, ეგზოპლანეტის ამინდზე დაკვირვების შესახებ განაცხადეს. საუბარია გაზის გიგანტზე – HAT-P-7 b, რომელიც 1044 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მოულოდნელი აღმოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ პლანეტა, კორუნდის ღრუბლებით შეიძლება იყოს დაფარული.

 ხსენებულმა ჯგუფმა, დევიდ არმსთრონგის(უორიქის უნივერსიტეტი) ხელმძღვანელობით, ”კეპლერის” მიერ გადმოცემული მონაცემები შეისწავლა. HAT-P-7 b-დან არეკლილი სინათლე იმაზე მიუთითებდა, რომ მისი ყველაზე კაშკაშა წერტილი, თვეებისა და წლების განმავლობაში მოძრაობს და მუდმივად წაინაცვლებს. როგორც ჩანს, ეს არის ატმოსფროში მოძრავი რღუბლები, რომლებიც ამ პლანეტის მიერ არეკლილი სინათლის რაოდენობას ცვლის.

“ჯეიმს უები”(NASA).

 პლანეტის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენ არის მიბრუნებული და 2600 გრადუსამდე ცხელდება, ხოლო ბნელი მხარე, შედარებით ცივი რჩება. მკვლევართა აზრით, ტემპერატურის ასეთი ცვლილებები უძლიერეს ქარიშხლებს აჩენს, რომლებიც ცივ მხარეზე გაჩენილ ღრუბლებს, ცხელისკენ მიაქანებს.

 კორუნდის კონდენსირება იმ ტემპერატურაზე ხდება, რომელიც პლანეტის განათებულ მხარეს დაიმზირება. გაზის გიგანტებს ზედაპირი არც გაჩნია, მასზე ადამიანი ვერ დაეშევბა, მით უმეტეს ასეთ ტემპერატურაზე. HAT-P-7 b-ს ატმოსფეროსთვის შიგნიდან რომ შეგვეხედა, წარმოუდგენელი სანახაობის მომსწრენი გავხდებოდით: განათებული მხრისკენ ქაოტურად მოძრავი ღრუბლების უზარმაზარი მასები, რომლებიც იქ ელვარედ იწყებენ ციმციმს, სანამ ბოლომდე ჩაიწვებიან.

“პლატო”(ESA).

 შორეული პლანეტების ამინდის შესასწავლად, მათზე ხანგრძლივი დაკვირვებების ჩატარებაა საჭირო. საბედნიეროდ, უახლოეს მომავალში ისეთი ორბიტალური ტელესკოპები დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორიც არის ნასასეული ”ჯეიმს უები” და ევროპული – ”პლატო”(ეგზოპლანეტები).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *