თეთრი ჯუჯა, ნეიტრონული, ვარსკვლავი, შავი ხვრელი.
თეთრი ჯუჯები, ნეირტონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები ვარსკვლავთა ევოლუციის თანამედროვე მოდელის მიხედვით ვარსკვლავების სიცოცხლის ბოლო სტადიას წარმოადგენენ. სამივე სახის ობიექტი კომპაქტურია, ხასიათდებიან პატარა ზომითა და ექსტრემალურად დიდი სიმკვრივით.
თეთრი ჯუჯები წარმოადგენენ ობიექტებს, რომლებიც რჩებიან ვარსკვლავის AGB(ვარსკვლავი) ფაზის შემდეგ მძლავრი ვარსკვლავური ქარის გამო გარე ფენების დაკარგვის შედეგად. მზის მასის ვარსკვლავები ქმნიან დაახლოებით 0,6 მზის მასის თეთრ ჯუჯებs. უფრო მასიური თეთრი ჯუჯები წარმოიქმნებიან 8 მზის მასის მქონე ვარსკვლავებისაგან.
თეთრი ჯუჯები პლანეტის ზომის ობიექტებია. ისინი არ კოლაფსირებენ გადაგვარებული ელექტრონების წნევის გამო(პაულის პრინციპი). რაც უფრო მასიურია თეთრი ჯუჯა მით უფრო პატარა ზომისაა. თეთრი ჯუჯას მაქსიმალური მასაა 1,4 მზის მასა – ჩანდრასეკარის ზღვარი.
მას შემდეგ რაც ვარსკვლავი გახდება თეთრი ჯუჯა მისი ზომა აღარ იცვლება. როდესაც ის ცივდება, მკრთალდება და გადაინაცვლებს H-R დიაგრამის ქვედა მარცხენა მხარეს(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა). მილიარდობით წლის შემდეგ თეთრი ჯუჯა ათასობითჯერ მკრთალი ხდება ვიდრე მზე და ძალიან ძნელია მისი დაკვირვება.
ორმაგ სისტემაში მყოფ თეთრ ჯუჯასთან არის დაკავშირებული II ტიპის ზეახალი. ეს მოვლენა ძალიან საინტერესოა იმით, რომ წარმოადგენს შორეული მანძილების გასაზომ სანდო საშუალებას (სწორედ ამ ტიპის ზეახლებზე დაკვირვებით 1998 წელს მეცნიერთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა დაადგინა, რომ სამყარო აჩქარებულად ფართოვდება. რისთვისაც მათ 2011 წელს ნობელის პრემიაც მიიღეს(კოსმოლოგიის სტანდარტული სანთლების გადაჭარბებული სტანდარტულობა)).
გამა-ანთება უზარმაზარი აფეთქების შედეგად წარმოიქმნება, ძირითადად, მასიური ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსის დროს (ზეახლის ანთება).
ზეახლის ანთების დროს გამოტყორცნილი გაზის გარსი აცხელებს ვარსკვლავთშორის გაზს ზეახლის გარშემო და ქმნის მნათ ზეახლის ნარჩენს. ზეახლის ნარჩენის მაგნიტური ველის მიერ ჩაჭერილი მაღალი ენერგიების მქონე ელექტრონები სინქროტრონულ გამოსხივებას იძლევიან(რენტგენის და სინქროტრონული გამოსხივება), რომლის დაკვირვება რადიოტელესკოპებით არის შესაძლებელი.
ნეიტრონული ვარსკვლავების რადიუსი დაახლოებით 10-15 კილომეტრია. თეთრი ჯუჯების მსგავსად, უფრო მასიური ნეიტრონული ვარსკვლავი უფრო პატარაა ვიდრე ნაკლებად მასიური. იმპულსის მომენტის შენახვის გამო ნეოტრონული ვარსკვლავები ძალიან სწრაფად ბრუნავენ. ნეირტონული ვარსკვლავის ფორმირების დროს იქმნება ძლიერი მაგნიტური ველი.
პულსარები 1967 წელს აღმოაჩინეს. ისინი ასხივებენ ძალიან რეგულარული პერიოდულობით რადიო გამოსხივებას, დაახლოებით ათასჯერ წამში. პულსარების უმეტესობის პერიოდია წამი ან წამის მეათედები. პულსარები წარმოადგენენ მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, რომელთა მაგნიტურ პოლუსებს ჩვენს მიმართ ისეთი ორიენტაცია აქვთ, რომ გამოსხივება დედამიწამდე პერიოდულად აღწევს(პულსარის „კერძი“).
პულსარების რადიო გამოსხივებას სავარაუდოდ წარმოქმნიან ენერგეტიკული ელექტრონები, პულსარის მაგნიტურ პოლუსებთან ახლოს. პულსარი კარგავს ბრუნვის ენერგის და დროთა განმავლობაში ნელდება. ათეულობით მილიონი წლის შემდეგ პულსარის ბრუნვის პერიოდი აღწევს რამდენიმე წამს, რის შემდეგაც ის აღარ ასხივებს რადიო გამოსხივებას. მაგნეტარები არიან ძლიერ მაგნიტირებული ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც ასხივებენ გამა გამოსხივებას(კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).
შავი ხვრელი არის დრო-სივრცის რეგიონი, საიდანაც არაფერს არ შეუძლია თავის დაღწევა(შავი ხვრელების საიდუმლო). ის, მასიური ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსირებით ჩნდება. შავი ხვრელი შემოსაზღვრულია მოვლენათა ჰორიზონტით, ყველაფერი რაც გადაკვეთს მოვლენათა ჰორიზონტს უკან ვეღარ დაბრუნდება, დაეცემა შავ ხვრელზე.
ყველაფერი რაც შავ ხვრელზე შეგვიძლია გავიგოთ არის მისი მასა, იმპულსის მომენტი, და ელექტრული მუხტი. თუმცა შავი ხვრელები არ ასხივებენ სინათლეს, მათზე დაკვირვება ძლიერი გრავიტაიული ეფექტებით ხდება, რომლებითაც ისინი ახლოს მდებარე მატერიაზე ზემოქმედებენ.
ავტორი: სალომე ბაგაშვილი.
ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო ვრცელი ინფორმაცია კარგი იქნებოდა :3
დაკლიკე დალინკულ სიტყვებზე….