ISON-ის უზარმაზარი კუდი დასტურია იმისა, რომ კომეტა ძალიან სწრაფად იშლება(JPL). ბელარუსი და რუსი ასტრომოყვარულების მიერ აღმოჩენილი კომეტა ISON-ი, სავარაუდოდ, წლის ყველაზე დიდი, შესაძლებელია ბოლო რამდენიმე ათწლეულის ყველაზე ელვარე კომეტაც გახდეს. ბუნებრივია, რომ მის მიმართ დიდ ინტერესს არა მარტო მოყვარულები იჩენენ. კომეტაზე თვალთვალის ჩარჩოებში 13 ივნისს, ISON-ის ნახშირმჟავა გაზითა და მტვრის ნაწილაკებით სავსე გრანდიოზულიკუდი ორბიტალურმა ”სპიცერმა” გადაიღო.
ექსპერტთა შეფასებით, კომეტა დღე-ღამეში ათას ტონამდე ნახშირმჟავა გაზსა და 54,4 ათას ტონამდე მტვერს კარგავს. ”სპიცერის” მიერ გაკეთებული ინფრაწითელი ფოტოები გვიჩვენებენ, რომ კომეტის კუდი თითქმის 300 ათასი კილემტრის სიგრძეზე გაიწელა, თითქმის როგორც დედამიწა-მთავრს შორის მანძილი. მისი ბირთვის დიამეტრი მხოლოდ 4,8 კილომეტრია, მასა დაახლოებით 3,2 ათასი ტონადან 3,2 მილიონ ტონამდე, ეს მისი სიმკვრივისა და შინაგანი სტრუქტურის თავისებურებებზეა დამოკიდებული. ამ მონაცემების დაზუსტება მოგვიანებით მოხდება, როცა ISON-ი დედამიწას მოუახლოვდება.
დაკვირვების დროს კომეტასა და მზეს შორის მანძილი 500 მილიონ კილომეტრზე მეტი იყო, დაახლოებით 3,3-ჯერ შორს, ვიდრე დედამიწა. სავარაუდოდ, უკვე აგვისტოს დასაწყისში კომეტა მარსს მოუახლოვდება და მის კუდში შემავალი წყალიც დაიწყებს დნობას. 28 ნოემბერს მზესა და კომეტას შორის მანძილი 1,1 მლნ. კმ-ს გაუტოლდება და ალბათ, შორეული ოორტის(მზის სისტემა) ღრუბლიდან მოსული სტუმარი ასეთ სიახლოვეს ვერ გადაიტანს(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; PanSTARRS-ის ფართო კუდი).
კომეტა ISON-ის დაუბრუნებელი დანაკარგები
Posted by
აი ძალიან მაინტერესებს ამ ობიექტის ბედი.იმედია სანამ მზეს შემოუვლის მანამდეც შესაძლებელი იქნება მისი დანახვა.
საქართველოდან თუ გამოჩნდება?რამე რუქა არ არსებობს სად უნდა გაიაროს? :~)
თუ მზემ არ იმსხვერპლა, არანაირი რუქა არ იქნება საჭირო ისე კარგად გამოჩნდება შემოდგომაზე…