კომეტა ATLAS C/2019 Y4 და უზარმაზარი გალაქტიკები

 კომეტა ATLAS C/2019 Y4 , საშიშ ასტეროიდებზე თვალთვალის სისტემამ (ATLAS) აღმოაჩინა, რომელსაც ნასა აფინანსებს. კომეტა ელვარებას უმატებს, მისი ლამაზი მომწვანო კომა, ნიუმექსიკოში მდებარე დისტანციური წვდომის ტელესკოპით, ამა წლის 18 მარტს გადაიღეს. ქვედა მარჯვენა კუთხეში, დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე (დიდი დათვის თანავარსკვლავედი), გრავიტაციულად დაკავშირებული გალაქტიკების საკმაოდ ცნობილი წყვილი ჩანს – M81 და M82. ახლა, კომეტამდე მანძლი 9 სინათლის წუთია, ის ისევ მარსის ორბიტის იქეთ მოძრაობს. ასეთი ტრაექტორიით, მზის სისტემის შიდა ნაწილში 6000 წლის მერე დაბრუნდება. მზესთან უახლოეს წეტილს, პერიჰელიუმს, ATLAS C/2019 Y4 გაივლის 31 მარტს, ამ დროის ის მერკურის ორბიტის შიგნით იქნება. ამის მერე, ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება გამოჩნდეს (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.