კომეტა 96P/მახჰოლცის ცვალებადი სახე

 დედამიწის ხშირი სტუმარი, ერთბაშად ორმა კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა, ეს არის კომეტა 96P/მახჰოლცი, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხვდება ხოლმე ჩვენი ტელესკოპების ხედვის არეში, თან ყოველთვის განსხვავებულად გამოიყურება.

 მისი დამზერა 1996, 2002, 2007 და 2012 წლებში მოხდა; ეს არის მისია SOHO (მზისა და ჰელიოსფეროს დინამიკის ობსერვატორია/NASA)-ს მიერ ყველაზე ხშირად შემჩნეული ტრანზიტული ობიექტი. წელს ის სხვა აპარატის თვალსაწიერშიც მოხვდა – STEREO (მზე-დედამიწის ურთიერთქმედების შემსწავლელი ობსერვატორია/NASA). STEREO-მ ის სხვა რაკურსით დაინახა. კომეტის ერთდოული დამზერა ორი ერთმანეთისგან შორს მდებარე წერტილებიდან იშვიათად ხდება, ეს შემთხვევა უნიკალურია; ორივე ობსერვატორიით მიღებული მონაცემების გაერთიანებით, მეცნიერები  ამ კომეტის გაცილებით უკეთეს გამოსახულებას მიიღებენ და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების დეტალებსაც დაადგენენ.

  96P, ასტრომოყვარულმა დენ მახჰოლცმა, 1986 წელს აღმოაჩნა. მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას 5,24 წელი ანდომებს და ძალიან ახლოს მიდის მასთან – 11 მლნ.კმ. 2012 წელს გაირკვა, რომ ის რამდენიმე მყარი ნაწილისგან შედგება: მასიურ სხეულს ორი პატარა ფრაგმენტი მოჰყვება, ახლა კი მესამეც დაინახეს; კომეტის ქიმიური შემადგენელი და ორბიტა, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ 96P, მზის მიერ გამოჭერილი ვარსკვლავთშორის მოძრავი სხეული შეიძლება აღმოჩნდეს. მისი სტრუქტურა ძალიან სწრაფად იცვლება, სავარაუდოდ, მზის გამოსხივების ზეგავლენით (კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.