კომეტა 46/P ვირთანენი

 მოკლეპერიოდიანი კომეტა 46/P ვირთანენი, ახლა ყველაზე ელვარე კომეტაა ღამის ცაზე, თუმცა, მაინც არა ისეთი ელვარე, შეუიარაღებელი თვალით რომ შეგვეძლოს დანახვა. სავარაუდოდ, კარგად ჩაბნელებული ადგილებიდან მისი დანახვა მაინც შეიძლება მოხერხდეს. 5,4 წლიანი პერიოდის მქონე კომეტის მოახლოება დედამიწასთან და მზესთან, დეკემბრის შუა რიცხვებში მოხდება. 7 ნოემბერს გადაღებულ ფოტოზე, სფეროს ფორმის კომის ხილული ზომა, სავსე მთვარის დისკოს ნახევარს უტოლდება, ის მზის სინათლით ფლუორესცენცირებს. იმ მომენტისთვის კომეტამდე მანძილი 2 სინათლის წუთი(რა არის სინათლის წელი?) იყო, ანუ 35 მლნ.კმ. ლამაზი მწვანე კომის ზომა 150 ათასი კილომეტრია, რაც ლამის იუპიტერის ზომას უტოლდება(ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა). 46/P ვირთანენი ხშირად შემოდის მზის სისტემის შიდა ნაწილში, რის გამოც ის, ევროპული ზონდის – ”როზეტა”, სამიზნედ განიხილებოდა(2014 წ-კომეტა 46P/ვირთანენი; კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.