კომეტა 67P/ჩურიუმოვი-გერასიმენკო მაქსიმალურდ მიუახლოვდა მზეს. ბირთვის წიაღში შეღწეული სითბო, გაყინულ ნივთიერებებს ადნობს და აორთქლებს, რაც გადნობის შემდეგ გაჩენილ ნაპრალებში წნევის მატებას იწვევს. მაღალი წნევის ქვეშ მყოფი გაზები გარეთ იფრქვევა და მძლავრ ნაკადებს ქმნის, რომელთა სიჩქარემ 10 მ/წმ-ს შეიძლება გადააჭარბოს.
რა ”სუნი” შეიძლება ჰქონდეს კომეტიდან ამონაფრქვევს? ამ ობიექტის ორბიტაზე მოძრავ აპარატს – ”როზეტა”, ინსტრუმენტი ROSINA გააჩნია, სპექტრომეტრი, რომელსაც გაზის კომპონენტების ანალიზი შეუძლია. კომეტის ატმოსფეროს ანალიზით, მძლავრ ამოფრქვევამდე და მერე, დადგინდა, რომ გოგირდწყალბადის(H2S) კონცენტრაცია შვიდჯერ, ხოლო მეთანის, ოთხჯერ გაიზარდა. ამ გაზების რაოდენობრივი თანაფარდობის გამოთვლის მერე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კომეტური გაზის შემადგენელი, ძალიან ჰგავს ადამიანის ნაწლავებში ბუნებრივი გზით წარმოქმნილ გაზს და მასაც ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს.
2015 წლის 13 აგვისტოს, გრინვიჩის დროით 02:03 საათზე, კომეტა 67P/ჩურიუმოვი-გერასიმენკომ პერიჰელიუმი გაიარა, მზესთან ყველაზე ახლო წერტილი ორბიტაზე. ამ დროს კომეტის ბირთვსა და მზეს შორის მანძილი 186 მილიონ კილომეტრს(1,24 ასტრონომიული ერთეული) უტოლდებოდა. ახლა კი ის მზის სისტემის კიდესკენ მიემართება, იუპიტერის საზღვრებს გაშორდება და ისევ მზისკენ წამოვა. ”როზეტადან” კომეტის ზედაპირზე დაშვებულ ზონდთან – ”ფილი”, კავშირი დაიკარგა, ხოლო თვითონ ”როზეტა” კომეტას გაჰყვება და მასზე მიმდინარე ბობოქარი პროცესების შესწავლას გააგრძელებს(კომეტას ლაყე კვერცხისა და ცხენის შარდის სუნი აუვიდა).