კოლაიდერი სიმძლავრეს უმატებს

 განვლილი წლის ბოლო რამდენიმე კვირა დიდი ადრონული კოლაიდერის ამაჩქარებელი რგოლის მუშა ტემპერატურამდე დაყვანას დაეთმო. დეკემბრის შუა რიცხვებში ამაჩქარებელი თხევადი ჰელიუმით შეივსო და ახლა ის 4(-2690 C) კელვინამდეა გაცივებული, ყველა ზეგამტარი მაგნიტი კი 1,9(-2710 C) კელვინამდე და ეს ეტაპი იანვარში დასრულდება.

 ნოემბერში ზეგამატარი მაგნიტების ტესტირება ტარდებოდა, მათ სტაბილური დენით უზრუნველყოფა ევალებათ, მაჩვენებლით 11 კილოამპერი(!!!), რაც მომავალ წელს 6,5 ტვ. ენერგიის მქონე პროტონების შეჯახებისთვის არის საჭირო(რა არის ელექტრონვოლტი?; მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ; ელექტრონული ლინზა პროტონული კონის გასაწმენდად).


15 მეტრიანი ზეგამტარი მაგნიტის(პროტონული კონის გადასახრელი) ჩაშვება მიწისქვეშა კომპლექსში.

 აპარატურის ახალი სეანსისთვის მზადება ზოგჯერ ისეთ ქმედებებს მოითხოვს, რომლებიც უჩვეულოდ შეიძლება მოგვეჩვენეოს, მაგალითად, დეტექტორების გასუფთავება მტვერსასრუტით.

 დეტექტორები და მთელი მიწისქვეშა კომპლექსის მტვერსასრუტით დამუშავება არა მხოლოდ უბრალო მტვრის მოსაშორებლად ხდება, არამედ ნებისმიერი ჭანჭიკისა თუ ლითონის პატარა ნაჭრების ასაღებადაც. ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ჩატარებული პროფილაქტიკური სამუშაოების დროს რკინის რაიმე დეტალი ძირს არ დავარდნილა. როცა დეტექტორი მუშაობას დაიწყებს, მასში მაგნიტური ველის დაძაბულობა რამდენიმე ტესლას გაუტოლდება, თან დიდ მოცულობებში. ასეთ ველს ავტომანაქანის აწევა შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეულ ჭანჭიკზე ან სახრახნისზე. ნებისმიერი დაუმაგრებელი ლითონის დეტალი მაშინვე მინიატურულ ჭურვად გადაიქცევა, რომელსაც დეტექტორის მგრძნობიარე ელემენტების ან სქემების დაზიანება შეუძლია.


 ოთხი დეტქროტიდან ATLAS-ი(ALISE) ზომით ყველაზე დიდია. სიგრძით 43 მეტრი, დიამეტრი 22 მ, წონა 7000 ტონა. ადამიანის ფიგურები ჩასმულია მასშტაბების უკეთესად აღსაქმელად.

 სწორედ ამის გამო დეტექტორ ATLAS-ის კოლაბორაციამ მინიატურული მტვერსასრუტებით შეიარაღებული ასამდე ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი, დეტქტორის ყველა სართულებისა და კუთხეების გულდასმით გასასუფთავებლად გაუშვა. ახლა ამ მონაკვეთს საბოლოო დახურვისთვის ამზადებენ(დიდი ადრონული კოლაიდერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.