კიდევ უფრო სწრაფი ვარსკვლავი…

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ცნობილთა შორის ყველაზე სწრაფი ვარსკვლავი. ცხელი ცისფერი გიგანტი თავბრუდამხვევი სიჩქარით ტრიალებს – 1,6 მლნ.კმ/სთ, მზეზე 100-ჯერ სწრაფად. ვარსკვლავი ახლოსაა წერტილთან, როცა ის ცენტრიდანული ძალების ხარჯზე დაშლას დაიწყებს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს სამხრეთ ამერიკული ობსერვატორია. ყველაზე დიდი ტელესკოპი.

ილუსტრაცია.

სელმა დე ნორკიმ და დენიელ ლენონმა(Telescope Science Institute, ბალტიმორი, მერილენდის შტატი) ახალგაზრდა ცისფერი გიგანტი VFTS 102 ყველაზე დიდი ტელესკოპის საშუელებით აღმოაჩინეს(VLT,ევროპის სამხრეთული ობსერვატორია, სერო პარანალი,ჩილე). ის მეზობელ ჯუჯა გალაქტიკაში, მაგელანის დიდ ნისლეულში იმყოფება, დედამიწიდან 160 ათსი სინათლის წლის მანძილზე. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ის ორმაგი სისტემიდან თავისი კომპანიონის აფეთქების მერე ამოვარდა. ასეთი იმპულსი მეზობელი ვარსკვლავიდან გადმოქაჩული გაზებითა და აფეთქების მერე მისგან განთავისუფლებით შეიძინა.

მათ აგრეთვე აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი, რომელიც მზეზე 25-ჯერ მძიმე და 100-ჯერ ელვარეა, სივრცეში მეზობელ ვარსკვლავებზე სწრაფად მოძრაობდა. ეს განსხვავება იმაზე მეტყველებს, რომ VFTS 102 ე.წ. გაქცეული ვარსკვლავია.

მკვლევართა ჯგუფი აღმოჩენის გადამოწმებას კოსმოსური ტელესკოპის ”ჰაბლის” საშუალებით შეეცდება(შეგახსენებთ, რომ ამ ”საქმეში” რეკორდსმენები ნეიტრონული ვარსკვლავები არიან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.