იუპიტერის ქვეშ

იუპიტერის ქვეშ

 არვინ იცოდა, რომ იუპიტერი ასეთი უცნაურია. ნასას კოსმოსურმა აპარატმა – ”ჯუნო”(იუნონა), მოძრაობდა რა მაღალ ელიფსურ ორბიტაზე, მეექვსედ შემოუარა იუპიტერს. ფოტოზე გიგანტის ქვედა ნაწილია ნაჩვენები. საკვირველია, რომ ჰორიზონტალური ზოლები, რომლებიც პლანეტის მეტ ნაწილს ფარავს, სამხრეთ პოლუსთან ქრება, ხვეულებად და რთულ ჩუქურთმებად გადაქცევით. ეკვატორთან ახლოს ოვალური ღრუბლების ხაზია. ”ჯუნოდან” გადმოცემული ახალი მონაცემების მიხედვით, იუპიტერისეული ამინდისთვის დამახასიათებელი მოვლენები ღრუბლებს ქვემოთ ღრმად ვრცელდება, ხოლო მაგნიტური ველი, ადგილიდან ადგილამდე, ძლიერად იცვლება. სავარაუდოდ, ”ჯუნო” კიდევ 37 ბრუნს გააკეთებს, თითოეულის ხანგრძლივობა კი 6 კვირას უტოლდება(იუპიტერი; 10 საინტერესო ფაქტი ”ჯუნოს” შესახებ).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *