ისევ სწრაფი რადიოიმპულსები…

 სწრაფი რადიოიმპულსები(RFB), რომლებსაც ლორიმერისეულ(2007 წელს დააფიქსირა) იმპულსებსაც უწოდებენ, ერთეული, მილიწამიანი რადიოიმპულსებია. ამასთან ერთად, წყაროს ანთებისას გამოფრქვეული ენერგიის რაოდენობა, მზის მიერ ათეულობით წლების მანძილზე გამოყოფილი ენერგიის ექსვივალენტურია. 2007 წელს სულ 20 ასეთი იმპულსი იქნა დაფიქსირებული და მათი გაჩენის მიზეზი ახლაც გამოცანად რჩება(მოკლე და გაუგებარი; რა შეიძლება იყოს სწრაფი რადიოანთებების წყარო?).

 ამჯერად, ამათგან ერთ-ერთმა იმპულსმა გამეორება დაიწყო. ჩვეულებრივ, ანთება ერთჯერ ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ჟურნალში – Nature, გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ასატრონომებმა ასეთი იმპულსების სერია აღმოაჩინეს.

 ”ისინი არა მარტო მეორდება, არამედ სხვა სწრაფი რადიოიმპულსებისგან ელვარებითა და სპექტრითაც გასხნავდება” – ამბობს ლორა სფლითერი, სტატიის მთავარი ავტორი.

 ვარაუდის მიხედვით, ეს სერია არა რაიმე კატაკლიზმურ აფეთქებას შეიძლება უკავშირდებოდეს, არამედ სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავს(ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება), თუმცა დარწმუნებით თქმა ძნელია.

 ”დავადგენთ თუ არა სიგნალის წყაროს მდებარეობას ცაზე, ოპტიკური და რენტგენის დიაპაზონებში მიღებულ მონაცემებს შევადარებთ და ვნახავთ, არის თუ არა იქ გალაქტიკა. თუ არის, სიგნალის თავისებურებების დაზუსტებასაც შევძლებთ”(სიგნალები ირმის ნახტომის გარედან) – ამბობს სტატიის თანაავტორი ჯეისონ ჰესელსი. საბედნიეროდ, მალე, რადიოტელესკოპთა კიდევ სამი ძლიერი მასივი დაიწყებს ფუნქციონირებას(ისევ იდუმალი სიგნალები; იმედისმომცემი რადიოსიგნალები კოსმოსიდან; უცნაური რადიოსიგნალები არესიბოშიც დააფიქსირეს; WOW და სხვა სიგნალები…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.