ირმის ნახტომის წრიული პანორამა ცენტრიდან

 ა.შ.შ-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების, ასევე სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წრიული პანორამის საშუალებით, ჩვენი გალაქტიკის დათვალიერება მის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის – მშვილდოსანი A*(Sgr A*), თვალსაწიერიდან შეგვეძლება. პანორამის შედგენა ურთულესი მათემატიკური მოდელის მიხედვით მოხერხდა, რომელშიც მშვილდოსანი A*-სთან ახლოს მოძრავი ყველაზე უფრო მასიური და ელვარე ვარსკვლავების(ვოლფ-რაიეს ვარსკვლავის ზეახლად აფეთქება) კვლევით მიღებული მონაცემები იქნა გამოყენებული(dailymail).

რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ტელესკოპი ”ჩანდრა” (NASA).

 მათმატიკური მოდელი, პანორამა და ვიდეო ეფუძნება მონაცემებს, რომლებიც გალაქტიკის ცენტრის კვლევისთვის გამოიყენებული სხვადახვა ასტრონომიული ინსტრუმენტებით დაგროვდა, მათ შორის – ყველაზე დიდი ტელესკოპი(VLT/ESO) და კოსმოსური ”ჩანდრა”(NASA).

VLT-ს შემადგენელი ოთხი 8 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპი(ESO).

 ამ ამბის მთავარი ”ფიგურანტები”, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები, ძალიან აქტიური, თუმცა ძალიან ხანმოკლე ”სიცოცხლით ცხოვრობენ”. ასეთი ვარსკვლავები ძალიან სწრაფად კარგავენ მასას, სწრაფი ვარსკვლავური ”ქარებით” მისი მოშორებით. სხვადასდხვა ვარსკვლავების მიერ გამოტყორცნილი ნაწილაკებისგან შემდგარი ქარი ერთმანეთს ეჯახება, ჩნდება დარტყმითი ტალღები, კოსმოსური გაზი ძალიან ცხელდება და სხვადსასხვა დიაპაზინში ასხივებს, მათ შორის – რენტგენშიც.

 წარმოდგენილ ვიდეო კლიპში 25 ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი შეგიძლიათ დაინახოთ, ელვარე წერტილების სახით, მშვილდოსანი A*-დან 1,5 სინათლის წლის მანძილზე. ამ ვარსკვლავთა ქარით განიავებული გაზი წითელი და შავი ფერებით წარმოგვიდგება. ყვითლით კი ვარსკვლავური მატერია, რომელიც ზემასიურ შავ ხვრელს უახლოვდება და შთაინთქმება.

 2 წუთიან კლიპში, დღევანდელი დღიდან 350 წლით უკან და 150 წლით წინ, ვარსკვლავებისა და მატერიის 500 წლიანი მოძრაობებია ”შეფუთული”. მეცნიერთა მიერ შექმნილი მოდელი, მოვლენათა განვითარების ორ ვარიანტს გვთავაზობს. 1) მშვილდოსანი A* ისევ მშვიდ მდგომარეობაში რჩება და მატერიის შთანთქმით მასას უმატებს. 2) შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტთან ახლოს მიმდინარე ზოგიერთი პროცესების ხარჯზე, მატერია უკან გაიტყორცნება და ვარსკვლავთ შორის გაზს აჩქარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გაზი ხვრელის ”საკვებად” გადაიქცეოდა.

 ხსენებული მათემატიკური მოდელი იმ მიზეზის დასადგენადაც იქნა გამოყენებული, რომლითაც მშვილდოსანი A*-ს ახლოს(0,6 სინათლის წელი) დიკსოს ფორმის რენტგენის ელვარე წყაროს არსებობაა განპირობებული. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დისკოდან გამოსხივებული რენტგენის რაოდენობა, შავ ხვრელზე მომხდარი ანთებების სიძლიერესა და სიხშირეზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი რამდენიმე ასწლეულის მანძილზე აქტიურ მდგომარეობაში რჩებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ანთებები 100 წლის წინათ დასრულდა, მისი ზემოქმედება ხვრელის ახლო სივრცეზე ახლაც გრძელდება(მშვილდოსანი A*; რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *