ირმის ნახტომის ცენტრში თხუნელას ორმოა?!

 ცნობილია, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს. თუმცა, შანჰაის უნივერსიტეტის თანამშრომლები ზილონგ ლი და ქოზიმო ბემბი, ამ ობიექტს კიდევ უფრო მეტ ეკზოტიურობას სძენენ. მათი აზრით, მშვილდოსანი A* თხუნელას ორმო შეიძლება იყოს.

 მიუხედავად იმისა, რომ კვლევები მთლიანად თეორულ ვარაუდები ეფუძნება, ლი და ბემბი ჰიპოთეტური თხუნელას ორმოს ემისიური სიგნატურის(ობიექტის მახასიათებელთა ერთობლიობა) მისი  სპეციფიურობის იდენტიფიცირებას ახდენენ. მათი აზრით, ამ სიგნატურის აღმოჩენა სპეციალური მოწყობილობით შეიძლება, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ტელესკოპზე დამონტაჟდება.

 ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე ობიექტი – მშვილდოსნი A*, მძლავრი რადიოგამოსხივების წყაროა. ასტრონომები დიდი ხნის განმავლობაში  თვლიდნენ, რომ ეს რადიოტალღბი შავი ხვრელიდან ამოდიოდნენ, რომლის მასა 4 მილიონი მზის მასის ტოლფასია, თუმცა მისი ნამდვილად არსებობა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც მეცნიერებმა იმ ვარსკვლავებზე დაკვირვება შეძლეს, რომლებიც ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტთან ახლოს მძრაობენ(“G2” ზემასიურ შავ ხვრელთან მიახლოებას უძლებს). ამის მერე ისიც გაირკვა, რომ მსგავსი ობიექტი თითქმის ყველა გალაქტიკის ცენტრშია.

 იმისათვის, რომ შავი ხვრელი ასეთი მასიური გახდეს, მას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომლის განმავლობაში ის ვარსკვლავთშორისი გაზებით „კვებით“ უნდა იყოს დაკავებული. თუმცა, ყველაზე პირველი ზემასიური შავი ხვრელების გაჩენის ასახსნელად პირველ გალაქტიკათა ცენტრებში, მათი ზრდის სხვაგვარი მექანიზმიც უნდა მოიძებნოს(ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის).

 ლისა და ბემბის აზრით, მშვილდოსნი A*-სა და სხვა გალაქტიკებში დამზერილი მოვლენები ამის მაგივრად აინშტაინის ფარდობითობის თეორიით შეიძლება აიხსნას – გალაქტიკათა ცენტრებში ზემასიური შავი ხვრელების გაჩენა უძველესი თხუნელას ორმოებით შეიძლება აიხსნას. ამ ობიექტებს მყარი ზედაპირი არ გააჩნიათ, რითაც მოვლენათა ჰორიზონტის იმიტირება შეიძლება მოახდინონ. ისინი ადრეული სამყაროს ეპოქაში გაჩდნენ, რაზეც ზოგიერთი მათგანის წითელი წანაცვლების მაღალი მაჩვენებელიც მეტყველებს.

 თხუნელას ორმოს ტიპი, რომელიც შავი ხვრელის იმიტირებას ახდენს, დიდი აფეთქების დროს თუ გაჩნდებოდა, სწორედ ასეთებით შეიძლება აიხსნას, რატომ გვეჩვენება ჩვენ, რომ პირველ(ანუ ყველაზე შორეულ) გალაქტიკათა ცენტრებში ზემასიური შავი ხვრელები არიან. სინამდვილეში, ეს ობიექტები არა შავი ხვრელები შეიძლება იყვნენ, არამედ გიგანტური თხუნელას ორმოები, რომლებიც დრო-სივრცის ხვადასხვა რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებენ(ჰიპერსივრცე).

 ლი და ბემბი იმედოვნებენ, რომ ახალი მოწყობილობა – GRAVITY, რომელსაც მალე ყველაზე დიდ ტელესკოპზე(VLT) დააყენებენ, გალაქტიკის ცენტრზე დასაკვირვებლად უპრეცედენტოდ მაღალი გარჩვადობის შესაძლებლობით, მშვილდოსნი A*-ს ახლო გარემოში არსებული პლაზმის ემისიის მონაცემების გაანალიზების საშუალებას მოგვცემს. თუ ის მართლაც თხუნელას ორმოა, პლაზმას განსხვავებული სიგნატურა ექნება, რადგან ორმო ფიზიკურად ზემასიურ ხვრელზე პატარა შეიძლება იყოს. ლიმ და ბემბიმ პლაზმის გავარვარებული ბუშტის მოდელირება მოახდინეს, რომელიც დეფორმირებული დრო-სივრცის ხაფანგშია მოხვედრილი, სივრცისა, რომელიც შავ ხვრელს ან თხუნელას ორმოს შემოფარგლავს. აღმოჩნდა, რომ ემისიის სიგნატურა ამ ორ შემთხვევაში ძალიან განსხვავბეული იქნება: თხუნელას ორმო ემისიის ძალინ ვიწრო ზოლს წარმოქმნის, ხოლო შავი ხვრელი სპეციალური და რელატივისტური ეფექტებით დეფორმირებულ სპექტრის ფართო ზოლს(კიდევ თხუნელას ორმოების შესახებ ;თეთრი ხვრელი აღმოაჩინეს?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *