თეთრი ხვრელი აღმოაჩინეს?

 თუ შავი ხვრელიდან უკან ვერაფერი ბრუნდება, თეთრში პირიქით, შეუძლებელია შეღწევა. თუმცა ის სამყაროში მეტერიას აფრქვევს, რომელიც სხვა სამყაროსა თუ სხვა დროში შავმა ხვრელმა შთანთქა.

 ყოველ შემთხვევაში, ასე თვლის ორი ებრაელი ფიზიკოსი, რომელთაც თავიანთი ნაშრომი გამოაქვეყნეს. ეს თუ სიმართლეა, მაშინ კაცობრიობმ შეძლო კიდევ უფრო უცნაური ობიექტის აღმოჩენა, ვიდრე მისი ანტიპოდი – შავი ხვრელია.

 ითვლება, რომ თეთრი ხვრელი სპონტანურად ჩნდება ცარიელ ადგილზე, სამყაროში ნივთიერებისა და გამოსხივების გამოტყორცნით. ის შავ ხვრელთან დრო-სივრცული ტუნელითაა დაკავშირებული.

 აქამდე არ არსებობს არანაირი მოწმობა იმისა, რომ ასეთი ობიექტები არსებობენ ან არ სებობდნენ. თუმცა ალონ რეტერს(Alon Retter) და შლომო ჰელერს(Shlomo Heller) ყავთ ”ეჭვმიტანილი”. ეს არის 2006 წელს დაფიქსირებული ანომალური გამა ანთება GRB 060614. მისი პარამეტრები იმდენად უცნაური იყო, რომ მეცნიერებმა ანთების წყაროს წარმომავლობა ვერაფრით ახსნეს.

 თეთრი ხვრელის მომენტალური დაშლის მექანიზმი სამყაროს შემქმნელი დიდი აფეთქების მსგავსია, ოღონდ გაცილებით მცირე მასშტაბებში. კვლევის ავტორებმა ამ აფეთქებას პატარა აფეთქება შეარქვეს(Small Bang). მომხდარი გამა ანთების ადგილზე ასტრონომებმა ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, ასე რომ ეს შეიძლება მართლაც თეთრი ხვრელის აფეთქება იყო.

თეთრი ხვრელი 

 ჰიპითეტური ობიექტი, რომლშიც არაფერს შეუძლია მოხვედრა. ვარაუდობენ, რომ თეთრი ხვრელი წარმოიშობა ნივთიერების გამოსვლის დროს შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტიდან, ხვრელისა, რომელიც სხვა დროში არსებობს. დღეისათვის არ არის ცნობილი ფიზიკური ობიექტი, რომელიც შეიძლება თეთრ ხვრელად ჩაითვალოს, არც ასეთი ობიექტების აღმოსაჩენი თეორიული მეთოდიკა არსებობს, შავი ხვრელებისაგან განსხვავებით.

ჯერ კიდევ 1976 წელს, სტივენ ჰოკინგი თეთრი ხვრელების კონცეფციაზე მუშაობდა და დაასკვნა, რომ თერმოდინამიური წონასწორობის პირობებში მატერიით შემოსაზღვრული ასეთი ობიექტების განსხვავება შავი ხვრელებისაგან შეუძლებელი იქნება.

 რატომ არის, რომ ჩვენ შეგვიძლია შავი ხვრელების შესწავლა და მოდელირება, ხოლო მათი ანტაგონური(საპირისპირო) თეთრი ხვრელები კი არსად ჩანან? ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ასეთმა ობიექტებმა ჩვენ დრომდე ვერ მოაღწიეს და განადგურდნენ. უფრო რადიკალური განცხადებით ისინი მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ და სამყაროში მათი წარმოქმნისათვის საჭირო პირობები არასოდეს შექმნილა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.