“ინსაითი” მოღრუბლულ დღეს

 ცაზე მოძრავი ღრუბლები ნელნელა მუქდება, რადგან დაისი ახლოვდება. ეს ფოტოები 145 სოლზეა გადაღებული (როგორ დგება მარსის კალენდარი?), კამერით, რომელიც მარსზე დაშვებულ აპარატზეა დაყენებული.  წინა პლანზე დგას პატარა გუმბათი, რომლის დიამეტრი 69 სანტიმეტრია, მის ქვეშ კი მარსძვრების დასარეგისტრირებელი ინსტრუმენტი SEIS. მიწისძვრები, პლანეტა დედამიწის წიაღის შესწავლაში გვეხმარება, ხოლო SEIS-ის მიერ დაფიქსირებული ვიბრაციები იმის გარკვევაში გვეხმარება, თუ რა არის მარსიის ზედაპირის ქვეშ. ორი ტიპიური მარსძვრა დაფიქსირებული იქნა 22 მაისს (173 სოლი) და 25 ივლისს (235 სოლი). წითელი პლანეტის რყევებს ძალიან დაბალი სიხშირე აქვს იმისათვის, რომ ადამიანის ყურმა აღიქვას, ამიტომ მათ საჭირო სიხშირემდე აჩქარებენ. ჩანაწერზე, ცივ მარსულ საღამოებზე წარმოქმნილი გარე ხმაურები, ალბათ, გამოწვეულია მექანიკური ძვრებით და შეკუმშვებით, მათ “დინკს-დონკსები” უწოდეს (InSights-ის მიერ მარსიდან გადმოცემული პირველი ფოტო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.