ინდოეთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში კოსმოსში სამ ადამიანს გაგზავნის

 თანამედროვე კოსმოსურ ეპოქაში საეთაშორისო არენაზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან:  NASA-ს და როსკოსმოსს უკვე ათწლეულებია ჩინეთი დაემატა, ხოლო 2022 წელს, როგორც ამბობენ, კოსმოსში ეკიპაჟის გამშვებთა კლუბს ინდოეთიც შეემატება(technology.org).

 ISRO-ს (ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია) 36-ე სარაკეტო სტარტი, რომელმაც ორბიტაზე ინდოეთის პოლარული სატელიტი  (PSLV-C34) გაიყვანა. 2016 წლის ივნისი(ISRO).

 2018 წლის 25 დეკემბერს, ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის (ISRO -- Indian Space Research Organization) ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც კოსმოსში ასტრონავტების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს. ინდოეთის მთავრობამ ამ მიზნით 1,4 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო. ეს თანხა პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

 ინიციატივა პირველად  პრემიერ მინისტრმა ნარენდა მოდიმ 15 აგვისტოს, ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს გააჟღერა და ISRO-ს 2022 წლისთვის ორბიტაზე ეკიპაჟის გაგზავნა დაავალა. ამ ინიციატივის მიხედვით, ორბიტაზე პირველი ინდური ეკიპაჟი ისევ 15 აგვისტოს -- ინდოეთის დამოუკიდებლობის 75 წლისთავის აღსანიშნავად უნდა გავიდეს.

 ISRO-მ ახლახანს პირველი ინდური ეკიპაჟისთვის შექმნილი სკაფანდრები გამოაჩინა(ISRO).

 ერთი თვის შემდეგ, საჯაროდ გამოიტანეს სკაფანდრები, რომლებიც ISRO-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის ”Antrix Corporation Ltd”-ს ინჟინრებმა ინჟინრებმა პირველი ინდური ეკიპაჟისთვის შექმნეს. მათი დემონსტრირება მოხდა ბენგალურუს მე-6 კოსმოსურ გამოფენაზე BSX 2018 (Bengaluru Space Expo). სკაფანდრების გარდა, ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეკიპაჟის საევაკუაციო მოდული,, რომელიც დიდი წარმატებით გამოსცადეს 2018 წლის ივლისში.

 გეგმის მიხედვით, ორბიტაზე ყოფნის პერიოდი მაქსიმუმ 7 დღე-ღამე იქნება; უშუალოდ ადამიანების გაგზავნამდე კი ორი საცდელი მისია GSLV -- გეოსინქრონული სატელიტის მისია და ”Gaganyaan” (”ცის ხომალდი”) განხორციელდება.

 სტარტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. მთავრობის დადგენილებით ის 40 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საინტერესოა, რომ დაფინანსების მიხედვით ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანი საკაცობრიო მისია იქნება. შედარებისთვის, 2003 წელს ჩინური ”Shenzhou”-ს ანალოგიურ პროგრამაში 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

 პირველი რაკეტა Long March 5, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში ჩინეთის კოსმოსური სადგურ Wenchang-დან გაუშვეს(Su Dong/China Daily)

 პროექტი Mercury, რომლის ფარგლებშიც NASA-მ 1958-63 წლებში ათეული საკაცობრიო მისია განახორციელა, 1,6 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო პროგრამა Apollo-ს ხარჯებმა $174,5 მილიარდს გადააჭარბა. ამ ციფრების მიუხედავად, ინდოეთი არც მთვარის მისიების განხორციელებაზე ამბობს უარს და უკვე 2019 წლისთვის მთვარის შემოფრენას გეგმავს.

 ინდოეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ ბაზარზე დაბალ ბიუჯეტიანი კოსმოსური პროგრამების განხორციელება ინდოეთის ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, შექმნის ასიათასობით სამუშაო ადგილს (განსაკუთრებით კომერციული სატელიტების სფეროში) და განავითარებს ტექნოლოგიებს. მთავრობა იმედოვნებს, რომ ინდოეთი უფრო აქტიურად ჩაერთვება  საერთაშორისო კოსმოსური სადგურის და მთვარის კოლონიზაციის პროგრამებში.

 შესაძლოა, გარკვეული წრეები სკეპტიკურადაც უყურებენ ინდოეთის კოსმოსურ პროგრამას, თუმცა ISRO-ს მიერ ბოლო ათწლეულებში მიღწეული წარმატებები ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის ძალზე წარმატებული ”მთვარის მკვლევარი” Chandrayaan-1 და 2013 წლის მარსის ორბიტერი ”მანგალიანი” (იგივე -- MOM); ასევე მარტო ბოლო წელს ორბიტაზე წარმატებით გაგზავნილი 104 სატელიტი; 104 satellites)(5 ყველაზე დიდი კოსმოდრომი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.