თოვლი კომეტაზე

 სინამდვილეში, ნამდვილად არ მოხვდებოდით ნამქერში, ჩურიუმოვ-გერასიმენკოს, იგივე 67P-ს, ამ კლდის პირას რომ მდგარიყავით. 2016 წელს, აპარატი ”როზეტა” მოძრაობდა რა 67P-ს გარშემო, თავისი მცირეკუთხიანი კამერით კომეტის ზედაპირთან მოძრავი მტვრისა და ყინულის ნაწილაკები გადაიღო. ზოგიერთი ელვარე წერტილი და ზოლი იმის გამო გაჩნდა, რომ კამერა მაღალი ენერგიის ნაწილაკების ”წვიმაში” მოხვდა. კადრში აღმოჩნდა დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის ზოგიერთი ვარსკვლავიც. ანიმაცია 33 კადრისგან შეიქმნა, რომელთა გადაღება 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროს, კომეტის ბირთვსა და ”როზეტას” შორის მანძილი 13 კილომეტრს უტოლდებოდა(როზეტა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *