თარსისი – კატასტროფის მიზეზი

 ფრანგი, სენეგალელი და ა.შ.შ. პლანეტოლოგების აზრით, მარსული მდინარეების განშტოებები, თარსისის სახელით ცნობილი ადგილის გაჩენამდე ან მისი ფორმირების პროცესში გაჩნდა. ეს კი იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ პროცესმა კლიმატური კატასტროფა გამოიწვია(Nature).

 ჩატარებული გამოთვლების მიხედვით, რომელიც თარსისის წარმოქმნამდელ მარსისეულ ტოპოგრაფიას გვიჩვენებს, მდინარეების განშტოებები ეკვატორის მახლობლად გაჩნდა, შემდეგ კი პოლუსებისკენ გადაინაცვლა, სადაც გაყინული წყლის უზარმაზარი ქუდებია აღმოჩენილი.

 თარსისი, უდიდესი ვულკანური(1) წარმოშობის მთიანეთია მზის სისტემაში, ასაკით – 4,1-3,7 მილიარდი წელი. ყველაზე უფრო ახალგაზრდა ლავის გაყინული ნაკადები აქ 3 მილიარდი წლის წინათ გაჩნდა. ეს პერიოდი, მარსზე თხევადი წყლისა და სქელი ატმოსფროს გაქრობას ემთხვევა(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?).

 თარსისის წარმოქმნამ პლანეტის ბრუნვის ღერძი გადახრა და ამ რეგიონმა ეკვატორისკენ წაინაცვლა. ამის მიზეზი, მთიანეთის მხრიდან ლითოსფეროზე მოქმედი დიდი დაწოლა უნდა იყოს(დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ)(2; ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”).

 შედარებისთვის, იგივე პროცესები დედამიწაზეც რომ მომხდარიყო, პარიზი, ახლანდელი მდებარეობიდან ჩრდილოეთ პოლუსისკენ(მაგნიტური. დედამიწის გეოგრაფიული და მაგნიტური პოლუსების ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა) გადაინაცვლებდა. მეცნიერების ვარაუდით, სწორედ ღერძის მდებარეობის ცვლილებამ გადააქცია მარსი მშრალი და ცივი კლიმატის მქონე პლანეტად.

 ადრე, მარსის მდინარეებისა და თბილი კლიმატის გაჩენას, თარსისის წარმოქმნას უკავშირებდნენ. მთიანეთზე არსებული ვულკანების რაოდენობა სრულიად საკმარისი იქნებოდა სქელი ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროს წარმოსაქმნელად. კვლევა გრძელება, რათა ზუსტად დადგინდეს, თარსისის ფორმირებამ კლიმატის გაცივება გამოიწვია თუ პირიქით(მარსის ატმოსფეროს ხვედრი; მარსის წყლიანი წარსულის საიდუმლო; პლანეტოლოგებმა მარსის თბილი და ნოტიო წარსული უარყვეს; მანგალა; ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები მარსზე; მარსმავლები; ატომური აფეთქებები მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.