ზებუშტი N44

 როგორ წარმოიქმნა ეს გიგანტური ხვრელი? უზარმაზარ ემისიურ ნუსლეულში N44, რომელიც მეზობელ ჯუჯა გალაქტიკაში მდებარეობს – მაგელანის დიდი ღრუბელი, 250 სინათლის წლის ზომის ხვრელია აღმოჩენილი და ასტრონომები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ გაჩნდა ის. შეიძლება, ბუშტის შიგნით მდებარე მასიური ვარსკვლავების ქარი მანათობელ გაზს გარეთ აძევებს. თუმცა დადგინდა, რომ ეს ვარაუდი ქარის სიჩქარის მონაცემებს ვერ ეთანხმება. ან, ეს უჩვეულო კოსმოსური ღრუ, დიდი ხნის წინათ აფეთქებული ზეახლების გაფართოებადმა გარსებმა წარმოქმნა. ეს გამოსახულება სამ სპეციალურად არჩეულ ფერშია მიღებული, ჯემინი-სამხრეთის 8 მეტრიანი ტელესკოპით, რომელიც ჩილეს მთიანეთში მდებარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.