ზეახალმა მეზობელი გალაქტიკის ნაწილის სტერილიზაცია მოახდინა

ზეახალმა მეზობელი გალაქტიკის ნაწილის სტერილიზაცია მოახდინა

 ამერიკელი ასტროფიზიკოსების განცხადებით, დედამიწიდან 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სპირალურ გალაქტიკაში – М74, მზეზე 200-ჯერ დიდი ვარსკვლავის ზეახლად აფეთქება მოხდა, რასაც 100 მილიონი მზით ნათების ტოლფასი ენერგიის გამოსხივება მოყვა(The Astrophysical Journal).

 ზეახლის შესწავლა, მიწის ზედაპირზე არსებული შვიდი ტელესკოპითა და კოსმოსური გამა-ობსერვატორიის – „სვიფტი“(Swift), საშულებით მიმდინარეობდა. დაკვირვება 450 დღე გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მეცნიერებმა ამ ზეახლის ტემპერატურა, წინამორბედი ვარსკვლავის მასა, რადიუსი და მისი ქიმიური შემადგენელი დაადგინეს.

 გაირკვა, რომ ვარსკვლავის მასა 15-ჯერ აჭარბებდა მზისას. ტემპერატურა, აფეთქებიდან მეათე დღეს – 12 000 გრადუსს, ხოლო ორმოცდამეათე დღეს 4 000 გრადუსამდე დაიწია. შედარებისთვის, მზის ზედაპირის ტემპერატურა 5,7 ათასი გრადუსია. როგორც ჩანს, ამ ვარსკვლავმა მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წელი იარსება.

 აფეთქების დროს, ვარსკვლავიდან ამოფრქვეული მატერია ათასი კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრაობდა. SN 2013ej-ს(ტიპი – IIP) სპექტრული ანალიზით, უამრავი ელემენტი გამოცლინდა, რომლებიც აფეთებული ვარსკვლავის შემადგენელში იყო: წყალბადი, ჰელიუმი, კალციუმი, ტიტანი, ბარიუმი, ნატრიუმი და რკინა.

 ირმის ნახტომის ჩვენს ნაწილში რომ მომხდარიყო, SN 2013ej-ის ტიპის აფეთქების თანმხლები გამა-ანთება, დედამიწის სტერილიზაციას გამოიწვევდა, მასზე არსებული ყველანაირი ორგანიზმების გაანდგურებით(მომაკვდინებელი გამა-ანთებები).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *