ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილმა აპარატმა, რომელიც დედამიწის ცხელი და ღრუბლიანი მეზობლის გარშემო 2006 წლიდან ბრუნავს, უკიდურესად საშიში მანევრი წარმატებით შეასრულა – მან ვენერას ატმოსფროს ზედა ფენებში დამატებითი მონაცემების შესაგროვებლად ”ჩაყვინთა”.
მას შემდეგ, რაც ”ვენერა ექსპრესმა” ძირითადი მისია 2014 წლის 15 მაისს დაასრულა, აპარატი დაბალ ორბიტაზე გადაიყვანეს, ცხელი პლანეტის ზედაპირიდან 160 კილომეტრის სიმაღლეზე, რომელიც მჟავური წვიმებით ირწყვება და მაღალი წნევის ზემოქმედების ქვეშაა. შედარებისთვის, ამ ორბიტის სიმაღლე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტის სიმაღლეზე სამჯერ მცირეა.
”ჩაყვინთვის” დროს აპარატი 160 კილომეტრიდან 130-მდე დაეშვა, ატმოსფეროს პარამეტრების გაზომვებით, მათ შორის წნევის ცვლილებათა გაზომვებით სიმაღლის კლებასთან ერთად. გარდა ამისა, მოხდა ქარების სიჩქარეების შედარება პლანეტის დღიან და ღამიან მხარეებზე. მაღალი სიჩქარის გამო მზის ბატარეები და კორპუსიდან ამოშვერილი სხვა ელემენტები 1000 C-ზე მეტად გაცხელდნენ.
”ვენერა ექსპრესის” მიერ შეგროვილი მონაცემები, სარისკო მანევრის დროს, ვენერას საკვლევი მომავალი მისიების დაგეგმისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მისია ”ვეგა”-ს(1985 წ.) მერე ასე ღრმად ვენერას ატმოსფეროში არცერთი ზონდი აღარ ჩასულა(ვენერას მზვერავები).
წარმატებული ”ციური სერფინგის” მერე კოსმოსური აპარატი ”ვენერა ექსპრესი” ძრავების ჩართვათა სერიებისთვის ემზადება, რაც შედარებით მაღალ ორბიტაზე გადაიყვანს მას. თუმცა, თუ აპარატი საწვავის შეზღუდული რაოდენობით საჭირო სიმაღლეზე გავა, საბოლოოდ მაინც ვენერას მჟავურ ატმოსფეროში ჩავარდნა მუწევს. ეს კი შვიდი წლის მერე მოხდება, რომლის განმავლობაში, სიმაღლის კარგვასთან ერთად, ”ვენერა ექსპრესი” ამ პლანეტას კიდევ 3000-ჯერ შემოუფრენს.