ვარსკვლავთგროვა მესიე 2

 XVIII საუკუნის ასტრონომმა, შარლ მესიემ, ეს გიგანტური ვარსკვლავთგროვა მეორე ნომრად შეიყვანა მისსავე მიერ შეწდგენილ სიაში, კიბოსმაგავრი ნისლულის (M1) მერე. M2, ჩვენი გალაქტიკის ჰალოში მდებარე ერთ-ერთი დიდი სფერული ვარსკვლავთგროვაა. მესიემ ის აღწერა, როგორც ნისლეული ვარსკვლავების გარეშე. ჰაბლის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის მიერ გადაღებულ ფოტოზე კი 40 სინათლის წლის ზომის ცენტრალური ნაწილი ვარსკვლავებით არის სავსე. მთლიანობაში, 175 სინათლის წლის ზომის გროვაში 150 ათასამდე ვარსკვლავია თავმოყრილი. მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 55 ათასი სინათლის წლის მანძილზე. ახალი კატალოგის მიხედვით – NGC 7089-ის სახელით ცნობილი გროვის ასაკი 13 მილიარდი წელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.