ჩიკსულუბის ასტეროიდის ვარდნამ დედამიწა სიბნელეში ჩაძირა

  ნასას მეცნიერებმა, როგორც იქნა, ის გააკეთეს, რაზეც გეოლოგები (და ასტრონომები) ათეულობით წლები ოცნებობდნენ (Sciense). ისინი ოკეანის ფსკერზე დაეშვნენ (დინოზავრების დამღუპველი ასტეროიდის კრატერს პირველად გაბურღავენ), ერთ-ერთი ყველაზე ძველი კრატერის გულში, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, დინოზავრებისა და სხვა ცოცხალი არსებების დამღუპველმა, 66 მილიონი წლის წინათ ჩამოვარდნილმა გიგანტურმა ასტეროიდმა გააჩინა. ამ მოვლენამ შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები გამოიწვია – პლანეტაზე, ორწლიანამა ზამთარმა დაისადგურა.

 კვლევის მიხედვით, ეკოსისტემა იმ შემთხვევაში შეძლებს გადარჩეს, თუ სიბნელე 150 დღემდე გაგრძელდება. 200 დღის მერე, ზოგიერთი სახეობა გადაშენებას იწყებს, ხოლო 700 დღის მერე კი გადაშენება 81%-ს აღწევს. სავარაუდოდ, ზემოთ ხსენებული ბნელი ზამთარი ჩრდილოეთ ნახევასფეროში, სადაც ვარდნა მოხდა, 2 წლამდე გაგრძელდა, ხოლო სამხრეთში – 1 წელი. ჩრდილოეთ დაკოტაში (აშშ), ტანისის სახელით ცნობილი ნამარხი ფენების ადგილზე, უამრავი რაოდენობით ზუთხი ცოცხლად დაიმარხა, იმპაქტური (შეჯახება) სფერულებით მათ ლაყუჩებში, რაც ზღვიდან მდინარეებში შეჭრილმა, მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა გიგანტურმა ტალღამ გამოიწვია. ცოტა ხნის წინ, ამ ზუთხის ძვლებით შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ სტიქიის დროს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხული იყო, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში, შესაბამისად, შემოდგომა.

 ახალი მონაცემებით ტანისიდან (nature.com), დგინდება, რომ სილიკატური მტვერი გაცილებით საზიანოა ბიოსფეროსთვის, ვიდრე გოგირდი და ჭვარტლი. ეს რამდენიმე მიკრონის ზომის მტვრის ნაწილაკები ყველაზე დიდხანს ჩერდება ჰაერში. ბროუნის (დიფუზიური) სწრაფი დალექვისთვის ისინი ძალიან დიდებია, ხოლო ძალიან მცირე გრავიტაციული დალექვისთვის. სწორედ ეს ნაწილაკები, ახალი მონაცემებით, ჭარბობდა ჩიქსულუბის ასტეროიდის მიერ გაჩენილ სილიკატურ მტვერში და გახანგრძლივებული სიბნელეც მათი დამსახურებაა.

 დედამიწის სხვადასხვა ადგილებზე პირობები ვარირებდა, ტემპერატურის ცვალებადობისა და ატომოსფერული ნაკადების ხარჯზე. თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, პლანეტის თითქმის მთელი ფლორა და ფაუნა გაწყდა. ორწლიანი სიბნელის მერე, ეკოსისტემამ აღდგენა დაიწყო, ოღონდ ფლორისა და ფაუნის ახალი შემადგენლობით. მტვრის დალექვისა და მზის სხივების ისევ გამოჩენის მერე, ეკოსისტემის გადარჩენილი სახეობების აღდგენას დაახლოებით 40 წელი დასჭირდა.

 არ იფიქროთ, რომ არა ასტეროიდი, დინოზავრები ახლა ზოოპარკებშიც გვეყოლებოდა. ამ არსებებმა კოსმოსურ კატასტროფამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს გადაშენება, რადგან მამონტებისგან განსხვავებით, ვერ ადაპტირდნენ სწრაფად ცვალებად გარემოში.

 პლანეტაზე ვარდნილი ციური სხეულები, წყლის ზედაპირზე მოძრავი წრიული ტალღების მსგავს რადიალური ფორმის კრატერებს წარმოქმნის. მეცნიერებმა პირველი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც იუკატანის ნახევარკუნძულთან (მექსიკა), ჩიკსულუბის კრატერის სახელით ცნობილი სტრუქტურის გაბურღვით მიიღეს.

ორიენტალი მთვარეზე.

 მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის ქერქის ქვედა ნაწილიდან ამოსული გრანიტის ლოდები, მართლაც ნალექი ქანების ზემოდან არის თავმოყრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიპოთეზა რადიალური კრატერების ფორმირების შესახებ დამტკიცდა. ჩიკსულუბი ერთად-ერთი ასეთი ტიპის კრატერია დედამიწაზე, მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან განსხვავებით. მაგალითად, ნასას მეცნიერთა თქმით, მთვარეზე არსებული დარტყმითი აუზი ორიენტალი, იგივენაირად წარმოიქმნა.

chiksulubi-formrioeba კრატერის გულში შესაღწევად, ოკენის ფსკერს ქვემოთ 670 მეტრის სიღრმემდე გაბურღვა გახდა საჭირო, რის გამოც საბურღი პლატფორმა იქნა გამოყენებული. ასეთ სიღრმეზე მდებარე ქანების ნიმუშები იმ გრანიტის ფრაგმენტებს შეიცავს, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან უზარმაზარმა ასტეროიდმა ამოგლიჯა. ე.წ. ” პიკიანი რგოლის”, ქვის რადიალური რგოლი კრატერის შიგნით, გაბურღვა პირველად მოხდა. ასეთი კრატერები არის მთვარეზე, მარსზე და მერკურიზეც, ხოლო დედამიწაზე ასეთი კვლევა პირველად ჩატარდა.

 პიკიანი რგოლი რამდენიმე წუთში ჩნდება. დარტყმის მერევე, გამდნარი მანტია 10 კილომეტრის სიმაღლეზე ადის, ისევ უკან ეცემა და რადიალურ რგოლს წარმოქმნის (როგორც დიდი ზომის ქვის წყალში ჩაგდებისას ხდება). ამის მერე, ქანები ცივდება და ქერქის ქვედა ფრაგმენტებისგან შემდგარ წვეროიან რგოლს აჩენს. რამდენიმე საათის მერე, გიგანტური ცუნამი, უზარმაზარ კრატერს ფსკერის ქვიშით ავსებს, რის მერეც კირის ნალექების ფომირების მილიონობით წლიანი პროცესი იწყება (დინოზავრები მაინც ასტეროიდმა დახოცა…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.