ეს ვარსკვლავი სინათლის სიჩქარის 2,5%-ს განავითარებს

 კოსმოსის კველვის ევროპული სააგენტოს ძალიან დიდ ტელესკოპზე (VLT) დაყენებულ მოწოყბილობას – GRAVITY, “შავ ხვრელებზე მონადირეს” უწოდებენ. მისი საშუალებით, ასტრონომები ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის ახლო სივრცეს სწავლობენ.

ძალიან დიდი ტელესკოპი და GRAVITY (VLT, ESA).

 ამ მხრივ, ყველაზე უფრო საინტერესო ობიექტია ვარსკვლავი S2, რომელიც ზემასიურ შავ ხვრელთან – მშვილდოსანი A* (4 მილიონი მზის მასა, მანძილი 25 000 ს.წ.), ძალიან ახლოს დაქრის. 2018 წლისთვის, ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის კიდიდან ამ ვარსკვლავის ორბიტის ყველაზე ახლო წერტილი სულ რაღაც 17 სინათლის საათის მანძილზე აღმოჩნდება. ამ წერტილზე მისი სიჩქარე 30 მლნ. კმ/სთ (8 000 კმ/წმ.)-ს გაუტოლდება, რაც სინთლის სიჩქარის 2,5%-ია. “ზარბაზნის ბირთვად” ქცეული  S2, მეცნიერებს იმ კანონებისა და პოსტულატების ზუსტად შემოწმებაში დაეხმარება, რომლებსაც ფარდობითობის ზოგადი თეორია გვთავაზობს (ფარდობითობის ზოგადი თეორია – შავი ხვრელები და თხუნელას ორმოებიჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის).

 შეგახსენებთ, რომ ურთულესი ინსტრუმენტი GRAVITY, ოთხივე 8,2 მეტრიანი სარკიდან ღებულობს სინათლეს და ისეთ კომბინირებას უკეთებს მას, რომ თითქოს 130 მეტრიანი დიამეტრის მქონე ერთი სარკიდან იღებდეს. ამის გამო, GRAVITY თხუთმეტჯერ აჭარბებს ამ ოთხეულიდან აღებული ნებისმიერი ცალკეული ტელესკოპის “სიმძლავრეს”.

 მაღალი სიზუსტით ჩატარებული კვლევებით უკვე გამოირიცხა ვარაუდი იმისა, რომ ჩვენი გალატიკის ცენტრში არის რაღაც “ბნელი”მასა, რომელიც უჩეულო ვარსკვლავების ჯგუფისა და ელემენტარული ნაწილაკებისგან შეიძლება შედგებოდეს, რომელთაც ხვრელის უძლიერესი გრავიტაცია აკავებს.  კიდევ უფრი ზუსტი პასუხი შეკითხვაზე თუ რა არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, მოგვიანებით გაიცემა, ახალ მონაცემთა მასივის შეგროვებისა და დამუშავების მერე (დიდი ტელესკოპების ერარაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ; მშვილდოსანი A).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.