ერთი განსაკუთრებული დღე დედამიწისთვის

 დედამიწისა და მთვარის ეს სურათი NASA-ს საპლანეტათშორისო ზონდმა ”Cassini”-მ 2013 წლის 19 ივლისს, სატურნის ორბიტიდან გადაიღო. აქ ჩვენი პლანეტისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრის 5-ჯერ გადიდებულ გამოსახულებას ხედავთ. რომელიც ვიწრო ხედვის ფოტოაპარატით სატურნის რგოლების მოზაიკური გამოსახულებების შედგენის დროს შემთხვევით მოხვდა კადრში. ეს რიგით მეორე სურათია, რომელიც ”Cassini”-მ სატურნის ჩრდილის მიღმა დააფიქსირა, ხოლო გარე მზის სისტემიდან გადაღებული მსგავსი სურათებიდან – რიგით მესამე.

დედამიწა და მთვარე. ფოტოჟურნალიდან: PIA17170. Credit: NASA/JPL-Caltech/Space Science Institute.

 ამ სურათის სხვა ვერსია იხილეთ ბმულზე: One Special Day in the Life of Planet Earth.

 ამ კონკრეტულ გამოსახულებაზე დედამიწასაც და მთვარესა მომატებული აქვს სიკაშკაშე, ამასთან მთვარეს – უფრო მეტად. სინამდვილეში ის გაცილებით უფრო პატარა უნდა ჩანდეს. სურათი წითელი, მწვანე და ლურჯი ფილტრების გამოყენებით გადაიღეს, ჩვეულებრივი ციფრული კამერების ანალოგიურად. დედამიწასა და სატურნს შორის მანძილი ამ მომენტში 1.44 მლრდ. კილომეტრი იყო.

 დედამიწისა და მთვარის პირველი სურათი NASA-ს საპლანეტათშორისო ხომალდმა ”Voyager”-მა გადაიღო ჯერ კიდევ 1990 წელს და ის ყველასთვის ცნობილია კარლ სეიგანის ვიდეო-ნარატივიდან “მკრთალი ლურჯი წერტილი”. თექვსმეტი წლის შემდეგ, 2006 წელს, ”Cassini”-მ მეორე მსგავსი სურათი გადაიღო, სადაც დედამიწა და მთვარე სატურნის ჩრდილში მოჩანს.

 საპლანეტათშორისო მისსია ”Cassini-Huygens” NASA-ს, ESA-ს და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი იყო. ზონდი ”Huygens” 2005 წლის 14 იანვარს წარმატებით დაეშვა სატურნის მთვარე ტიტანის ზედაპირზე, ხოლო ”Cassini” 2017 წლის სექტემბერში, სატურნის ატმოსფეროში განადგურდა. ”Cassini-Huygens” მისსიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულებზე http://saturn.jpl.nasa.gov ან http://www.nasa.gov/cassini. ”Cassini”-ს სურათების ბმული: http://ciclops.org.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.