ენცელადის თბილი ოკეანე

 მეცნიერები, სატურნის მიდამოებში არსებული სილიციუმის მტვრის წარმოშობით დაინტერესდნენ(New Scientist). აღმოჩნდა, რომ მისი წყარო ენცელადია.

 მტვრის ნაწილაკების ზომა მკაცრად ფიქსირებულია: 2-8 ნანომეტრი. ანუ, ისინი არც ასტეროიდების შეჯახებით გაჩენილან, სატურნის ორბიტასტან ახლოს, და არც მათი ვარდნით ენცელადის ზედაპირზე. როგორც ჩანს, სილიციუმის ნაწილაკები ენცელადის თერმული ოკეანის აქტიურობით გაჩნდნენ. ჯერ კიდევ 2005 წელს, სატურნის ამ თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე, საპლანეტათშორისო აპარატმა – ”კასინი”, გეიზერები და მათ მიერ ამოტყორცნილი წყლის ჭავლები აღმოაჩინა. სპეციალისტთა აზრით, ზედაპირიდან 30-40 კილომეტრის ქვემოთ, ათეულობით კილომეტრი სიღრმის ოკეანეა. ამ წყალსატევის სიღრმეში არსებული სითბოს წყარო წყალს 90 გრადუსამდე აცხელებს. ტემპერატურის სწორედ ასეთი მაჩვენებელია საჭირო(ენცელადის პირობებში) ხსენებული ზომის სილიციუმის ნაწილაკების წარმოსაქმნელად.

 თერმული წყაროების ბუნება გამოცანად რჩება. მეცნიერთა აზრით, ამ წყაროების არსებობა სატურნის გრავიტაციული ზემოქმედებით ვერ აიხსნება, ხოლო ბირთვული რეაქციები ენცელადის წიაღში დიდი ხნის წინათ დასრულდა. რჩება მხოლოდ ერთი ჰიპოთეზა, რომ სითბოს წყარო სატურნის სხვა თანამგზავრების გრავიტაციული ზემოქმდებით ჩნდება. იქ, სადაც წყალი და სითბოა, შეიძლება იყოს სიცოცხლეც.

 როგორც არ უნდ აიყოს, ნასა არა ენცელადსი, არამედ იუპიტერის თანამგზავრის – ევროპა, კვლევას აპიერებს, რაშიც ყველა მეცნიერი არ ეთანხმება, თუმცა სრული თანხმობაა იმაში, რომ იუპიტერამდე მიფრენა უფრო ადვილია, ვიდრე კიდევ უფრო შორეულ სატურნამდე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.