9 ჯუჯა გალაქტიკა

 კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ირმის ნახტომის მეზობლად ერთბაშად 9 ახალი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინეს. ნაშრომში გამოყენებული იქნა მონაცემები, რომლებიც DES(ბნელი ენერგიის კვლევა)-ით იქნა მიღებული.

 იმის გამო, რომ ჯუჯა გალაქტიკების მასის 99% ბნელ მატერიაზე, მხოლოდ 1% კი ხილულზე მოდის, ისინი საუკეთესო კანდიდატები არიან ბნელი მაეტრიის შესახებ არსებული მოდელების კორექტულობის შემოწმების საქმეში. სამყაროს მასის 25% უხილავია, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ გრავიტაციული ეეფქტებით ვგებულობთ.

 ახალი ობიექტების სიკაშკაშე მილირდჯერ ჩამოუვარდება ირმის ნახტომისას და მილიონჯერ ნაკლები მასა გააჩნიათ. მათ შორის ყველაზე ახლო მეზობელი დედამიწიდან 95000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, შორეული კი მილიონი სინათლის წლის იქეთაა.

 კემბრიჯელების თქმით, აღმოჩენილი ობიექტებიდან სამი, ნამდვილად ჯუჯა გალაქტიკებია, დანარჩენები ან ჯუჯა გალაქტიკები არიან, ან სფერული გროვები, ანალოგიური ხილული თვისებებით, ოღონდ არა ბნელი მატერიით ”შეწებებული”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.