“დროის უკუსვლა” გამა-ანთებაში

 გამა-ანთებები, სამყაროს ყველაზე მძლავრი და ელვარე მოვლენებია, რომელთა შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ჩარლსტონის უნივერსიტეტის(ა.შ.შ.) მკვლევართა ჯგუფმა, ზოგიერთი გამა-ანთების მონაცემების შესწავლის მერე, ანომალია აღმოაჩინა, რომელსაც დროის უკუსვლა შეიძლება ეწოდოს(Astrophysical Journal).

 გამა-ანთება პირველად 1968 წელს აღმოაჩინეს თანამგზავრით, რომელიც საბჭოთა ბირთვული აფეთქებების რეგისტრირებისთვის შეიქმნა. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რა არის ამ მოვლენის გაჩენის მიზეზი, რომელიც რამდენიმე მილიწამიდან, რამდენიმე საათი შეიძლება გაგრძელდეს.

 ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებით გაჩენილი გრავიტაციული ტალღების რეგისტრირების მერე(გრავიტაციული ტალღები ნეიტრონულ ვარსკვლავთა წყვილისგან), ერთ-ერთი შესაძლო წყარო დადგინდა. მეცნიერთა აზრით, გამა-ანთება რამდენიმე კატაკლიზმური მოვლენის გამოვლინება შეიძლება იყოს: ძალიან მასიური ვარსკვლავის გადაქცევა კომპაქტურ ნეიტრონულ ვარსკვლავად(ზეახალი ვარსკვლავი), ჰიპოთეტურ კვარკულ ვარსკვლავად(უცნაური ვარსკვლავები), ჰიპერახლის აფეთქება, ან შავ ხვრელად(რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).

SWIFT(NASA).

 გამა-ანთებათა შესწავლაში მთავარი სირთულე ისაა, რომ მხოლოდ მაშინ ვაფიქსირებთ, როცა  მათ მიერ გენერირებული გამოსხივება ზუსტად ჩვენ მხარეს არის მომართული. ხშირ შემთხვევაში(საბედნიეროდ – კოსმოსიდან მოვლენილი კიბო), ეს აფეთქებები მილიარდობით სინათლის წლის იქეთ ხდება და მათი პროგნოზირება არ შეგვიძლია. მათზე დასაკვირვებლად ძალიან მგრძნობიარე მოწყობილობაა საჭირო, ამიტომ თავს იჩენს საკვლევი სიგნალიდან ფონური ხმაურის მოშორების პრობლემა. მიუხედავად ამისა, მსგავსი მოვლენების რეგისტრირება სულ ხდება. მაგალითად, ორბიტულმა ობსერვატორიამ – “სვიფტი“(NASA), 2004-2015 წლებში, კოსმოსის სხვადასხვა კუთხეებში მომხდარი 1000-მდე გამა-ანთება დააფიქსირა(Swift-ის მეათასე გამა-ანთება).

 ხსენებულ მეცნიერთა ჯგუფმა, ჯონ ჰაკილის ხელმძღვაბელობით, 6 ყველაზე ელვარე გამა-ანთების მონაცემები შეისწავლა, რომლებიც კომპტონის ობხერვატორიაში მდებარე ინსტრუმენტის საშუალებით – BATSE, 1991-2000 წლებში დაგროვდა. კვლევის ჩარჩოებში, მეცნიერებმა ახალი და სრულიად მოულოდნელი დეტალი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, როგორი მგძნობელობის ტელესკოპით ხდებოდა დაკვირვება, ამ გამა-ანთებების სპექტრი სხვადასხვანაირად გამოიყურებოდა. მეცნიერთა თქმით, ძალიან ძლიერი გამა-ანთებისას მისი სპექტრი იდღაბნება, ხოლო მისი შემადგენელი დეტალები, რომელთაც ანთების მექანიზმზე შეუძლიათ მოგვითხრონ, ელვარებაში იკარგება. სიგნალებში ანომალიები დაიმზირება, რომელთაც ვერცერთი თეორიული მოდელით ვერ ახსნი. სიგნალებს ტალღისმაგვარი სტრუქტურა აქვს, რომლებიც ისეა დროში შებრუნებული, თითქოს, დასაწყისი ანთების ბოლოში იყოს, ხოლო დასასრული – თავში, ვარსკვლავის აფეთქების დაწყების მომენტში.

 “ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს ფონომენი ნამდვილად არსებობს და მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპს არღვევს. შესაძლებელია, რომ ეს გამოსხივება ნაწილაკთა კონამ ამ დარტყმითმა ტალღამ წარმოქმნა, რომელიც გამონაფრქვევს შეეჯახა და უკან აირეკლა. ეს ორი სცენარი არცერთი თეორიული მოდელით არ არის აღწერილი” – ამბობს ჯონ ჰაკილი.

 შეცდომისა და დამთხვევების გამოსარიცხად, მეცნიერებმა, მონაცემები კიდევ ერთხელ გაწმინდეს ხმაურისგან, მაგრამ სტატისტიკურმა ანალიზმა გამოთვლათა მართებულება დაადასტურა, რაც გამა-ანთებებში ჩვენთვის აქამდე უცნობი პროცესების არსებობისკენ მიუთითებს.

გამა-ანთების(GRB) ანიმაცია(ასტროფიზიკოსები უძლიერესი გამა-ანთბის მექანიზმში გაერკვნენ).

 გამა-ანთებით გაჩენილი ნაწილაკების ჭავლზე(ჯეტი) შეჯახების გარდა, ჰაკილის თქმით, რაღაც ამდაგვარი მაშინაც შეიძლება მოხდეს, თუ ანთების სინათლე, ახლადდაბადებული შავი ხვრელის მიერ გაჩენილ გრავიტაციულ ლინზაში გადის. იგივე შეიძლება დავინახოთ, თუ გამა-ანთების გამოსხივება რამდენიმე გიგანტურ რკალისებრ სტრუქტურაში გაივლის, რომლებიც აფეთქებულ ვარსკვლავს შემოფარგლავს(1 ფოტო).

 რომელი ვარიანტია სწორი, ამის დადგენა სხვა გამა-ანთებებზე ჩატარებული ახალი დაკვირვებებითა და ხსენებული ანომალიების შესწავლით მოხდება(კიდევ გამა-ანთებების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.