ასტროფიზიკოსები უძლიერესი გამა-ანთბის მექანიზმში გაერკვნენ

 ნასას ასტრონომები უძლიერესი გამა-ანთების კვლევის შედეგებზე აკეთებენ განცხადებას. ანთებამ დედამიწამდე 2013 წლის 27 აპრილს მოაღწია. მოვლენა, აღნიშვნით GRB 130427A, სამი სხვადასხვა თანამგზავრით დაფიქსირდა(nasa.gov).

 ანთება ორბიტალურ გამა და რენტგენის ობსერვატორიებზე „ფერმი“ და „სვიფტი“, დამონტაჟბული სპეციალური დეტექტორების საშუალებით შეამჩნიეს – GBM(გამა-ანთებათა მონიტორი). GRB 130427A-ს პირველი გამა-კვანტები გრინვიჩით 07:47 საათზე დარეგისტრირდა, სამი წამის მერე კი ნათლი გახდა, რომ ანთება, აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე ძლიერია. მიღებული მონაცემებით ასტროფიზიკოსებმა ანთბისკენ ახალი რენტგენული ტელესკოპი NuSTAR(1)-ი მიმართეს, ასევე ზოგიერთი სხვა ტელესკოპებიც. „ნუსტარს“ თავის წინამორბედებზე უფრო მაღალი ენერგიების კვანტების მიღება შეულია, რითაც გამა-ანთების მერე წარმოქმნილი განმეორებითი ნათება რენტგენის ხისტ ნაწილში პირველად მოხერხდა.

uzlieresi GRB 130427A sqema

 მარცხნივ კოლაფსის მსგომარეობაში მყოფი ვარსკვლავია, ის შავ ხვრელად იქცევა, გამა-ანთების წყარო. ნივთიერებათა ნაწილი ხვრელში ვარდება, ნაწილი კი ვიწრო ჭავლის, ჯეტის სახით თითქმის სხივის სიჩქარით ამოიფრქვევა. ჯეტი ბრუნვის ღერძის გასწვრივ არის ორიენტირებული: სურათზე ის მარჯვნივ ფართოვდება. თვალსაჩინოებისთვის ჯეტის სიგანე გადაჭარბებულია.

 ხილულ დიაპაზონში GRB 130427A მეშვიდე ვარსკვლავურ სიდიდეს აღწევდა, რის გამოც მისი დანახვა ბინოკლითაც იყო შესაძლებელი: ასტრონომთა თქმით, ელვარებით ის მეორეა. ხილული სინათლე, რადიოგამოსხივება, გამა და რენტგენის კვანტები ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაიმზირებოდნენ. „ფერმიმ“ 95 გიგაელექტრონ ვოლტის ენერგიის ფოტონებიც კი დააფიქსირა.

 ძალიან მაღალი ენერგიების ნაწილაკებმა მეცნირთა მიერ შექმნილი მოდელობის არასრულფასოვნებისკენ მიუთითეს. რობ პირსის თქმით, „ფერმის“ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წარმოდგენები გამოტყორცნილი ჯეტის შიგნით ნაწილაკთა გროვების შეჯახებების შესახებ, რომლებიც შემდგომ ნათებას იწვევენ – „შემაძრწუნებლად არაადეკვატურია“. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჯეტის ვარსკვლავთშორის სივრცესთან შეჯახებისას, ახალი მომაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გაცილებით მეტი ხისტი(გამოსხივების მაღალსიხშირული ნაწილი) გამოსხივება წარმოიქმნება, ვიდრე გვეგონა.

httpv://www.youtube.com/watch?v=7uN1AjMui5k

 გამა-ანთებები სამოციანი წლების ბოლოს, ატომური იარაღის აფეთქებებზე მონიტორინგის დროს, შემთხვევით აღმოაჩინეს. მონიტორინგს თანამგზავრი „ველა“ აწარმოებდა და დაფიქსირებული აფეთქება ქვეყნებს შორის მოლაპარაკების დარღვევად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ არა მისი ადგილმდებარეობა – დიდი დათვის თანავარსკვლავედი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.