დიდი გვირგვინი

 ფოტოების უმრავლესობა მზის გვირგვინის სიდიადეს ბოლომდე ვერ ასახავს. უკეთესია, რა თქმა უნდა, საკუთარი თვალით დააკვირდეთ გვირგვინს მზის სრული დაბნელებისას. ადამიანის თვალს შეუძლია ადაპტირება და მზის გვირგვინის ისეთი დეტალების დანახვა, რომელსაც ჩვეულებრივი ფოტოაპარატი ვერ აფიქსირებს. მაგრამ… კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ციფრულ ეპოქაში. სურათის ცენტრალური ნაწილი წამის მეათასედიდან, ორ წამამდე ექსპოზოციით არის შექმნილი. შედეგად, აღბეჭდილი იქნა ძნელად შესამჩნევი დეტალები, რომლებიც 2017 წლის აგვისტოს მომხდარი მზის სრული დაბნელებისას დაიმზირებოდა. კარგად ჩანს მზის გვირგვინის თხელი მანათობელი ძაფები, მუდმივად ცვალებად გავარვარებულ გაზისა და მაგნიტური ველის ნარევში. ელვარე მოვარდისფრო მარყუჟები მზის დისკოზე ამოზრდილა. ახალი მთვარის ბნელი ნაწილის დეტალებიც კი გაირჩევა, რომელიც დედამიწიდან არეკლილი მზის სხივებით არის განათებული. მზის სრულ დაბნელებამდე რამდენიმე წამით ადრე და მერე გადაღებული ფოტოები, მზის სინათლის გაელვებებს გვიჩვენებს, რომლებიც ბეილის მძივების და ბრილიანტის ბეჭდის სახელით არის ცნობილი (მზის ცეცხლოვანი დაბნელება). მზის სრული დაბნელება იყო წელსაც, 2019 წლის 2 ივლისს, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან დაიმზირებოდა (კიდევ დაბნელებების შესახებ; მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.