მზის ცეცხლოვანი დაბნელება

 ეს რა უჩვეულო დაბნელებაა? 26 თებერვლის მზის ნაწილობრივი დაბნელება, სამხრეთ ნახევარსფეროდან დაიმზირებოდა, ზოგიერთი რეგიონიდან კი დაბნელების იშვიათი ტიპიც – რგოლისებრი. დედამიწიდან შორს მდებარე მთვარემ (აპოგეასთან ახლოს იყო, დედამიწიდან მაქსიმალურად დაშორების წერტილი ტრაექტორიაზე), მზის დისკო მთლიანად ვერ დაფარა, მნათობის სინათლე, მთვარის დისკოს კიდეებთან გადიოდა და “ცეცხლოვან რგოლს” ქმნიდა. რაღაც დროით, რგოლური დაბნელების იშიათი ტიპიც გამოჩნდა, როცა მთვარის დისკოს კიდე მზისას დაემთხვა, სინათლე, მთვარის მხოლოდ დაბალ ადგილებზე გადიოდა. ამ იშვიათ ეფექტს “ბეილის მძივებს” უწოდებენ, ან “ალმასიან ბეჭედს”. მზის სრული დაბნელების დამზერა ამ ზაფხულს, ჩრდილოეთ ამერიკადან იქნება შესაძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.